x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ქართულ მედიაში

imageუკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც მომიტინგეებსა და
პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, საკმაოდ რეზონანსული იყო
ქართულ მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საზღვარგარეთის
ამბები საინფორმაციო გამოშვებების პირველ სიუჟეტებად ნაკლებად გვხვდება,
უკრაინაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები, თავისი სიმძაფრის გამო,
ქართული მედიის ძირითად თემად იქცა.
კიევში საკუთარი გადამღები ჯგუფები გაგზავნეს ქართული ტელევიზიების
ნაწილმა, მათ შორის „რუსთავი 2“-მა, „მაესტრომ“ ტელეკომპანია „იმედმა“ და
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. 16 იანვრის შემდეგ, რაც უკრაინის
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა უფლებები შეზღუდა, ტელეკომპანიებმა
უკრაინაში მიმდინარე პროცესების გადმოცემა განახლებად რეჟიმში დაიწყეს. 22
იანვარს კი, როცა უკვე კიევში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, უკრაინის თემა
დილის ეთერშივე, საკმაოდ ვრცელი სიჟეტებით იყო წარმოდგენილი. Media.Ge
შეეცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროსა“ და
„იმედის“ მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ასახვის მცირე ანალიზი
გაეკეთებინა. ჩვენ ქართული ტელევიზიების ეთერს 22 და 23 იანვარს
დავაკვირდით.

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:presa.ge
presa.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0