x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138343
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
“ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი” - ალექსი პეტრიაშვილი ალასანიას მხარდაჭერას უცხადებს. ვინ იქნება შემდეგი?

image

მთავრობის ყველაზე რეიტინგული წევრი, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან მოხსნა. ამასთნ დაკავშირებით ჟურნალისტები უკვე აქტიურად სვამენ კითხვებს. ერთ-ერთი მათი რესპოდენტი კი, რომელმაც პირდაპირ ეთერში შეიტყო მინისტრის მოხსნის შესახებ, მისივე თანაგუნდელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი გახლავთ.

“ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი”, - ეს განცხადება პეტრიაშვილმა "მაესტროს " პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, როგორც ტელევიზიით გაიგო მისი მეგობრის და კოლეგის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ისე თვითონაც პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ ხვალ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

საინტერესოა, შეუერთდება თუ არა ალექსი პეტრიაშვილს თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე და სხვა, ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პირები, რომელთა თანამდებობიდან მოხსნის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული ვრცელდებოდა და ეს ყველაფერი სწორედ შემოდგომაზე იყო „დაანონსებული“.


0
132
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0