x
image
K.P.
რა არის ლიზა ყენიასთვის უდიდესი განძი? "ძალიან მავსებთ და მაძლიერებთ"
imageახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია მუდამ ყურადღების ცენტრშია. ეს დედის მომღერალ მაია ჯაბუასა და იმ პროფესიის დამსახურებაცაა, რომელიც ლიზამ აირჩია. გოგონას ძალიან უნდოდა ჩოგბურთელი ყოფილიყო, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ტრამვამ ოცნებები დაუნგრია. ლიზა დედის მსგავსად მომღერლობას აპირებს, თუმცა ბედს ოპერაში ცდის. გოგონა თამამი ფოტოებითა და განცხადებებით ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

image

ლიზა პროექტ "ერთი ერთში" იღებს მონაწილეობად და იმედოვნებს, რომ საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარსდგება. გოგონა ამტკიცებს, რომ მისთვის პოზიტიური და ნეგატიური შეფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა ყველას გითხრათ რომ ყოველი თქვენი სიტყვა, მეგობრული იქნება ეს თუ არა მეგობრული, ნეგატიური თუ პოზიტიური, ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ორივე ვარიანტში მეხმარებით, მიხარია და უდიდესი სტიმულია, როცა ვგრძნობ რომ ხალხის გარკვეული მცირე ნაწილი "მბალეშიკობთ" და მხარში მიდგახართ!! ეს ჩემთის უდიდესი განძია და ამით ძალიან მავსებთ და მაძლიერებთ! მიჩნდება მოტივაცია! გაგიმართლოთ იმედები და ვქნა იმაზე მეტი ვიდრე მოელით! და ამაში ისევ და ისევ თქვენი თნადგომა მეხმარება! ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ამისთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა! მიყვარხართ და გთხოვთ რომ იყოთ ბოლომდე ჩემთან.."-წერს ლიზა სოციალურ ქსელში. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები...


imageimage

0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0