x
image
beko777
Mediator image
15 ყველაზე გულისამაჩუყებელი ფოტო
ფოტოს ხშირად ისეთი ძალა აქვს, რომ შესაძლოა წამი საუკუნედ გიქციოს, სწორედ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აპარატის დაწკაპუნებას შეუძლია თუნდაც ერთი, მაგრამ ისტორიული კადრის შემონახვა და თაობებისთვის რაიმე კონკრეტული ამბის მოყოლა.
დააკვირდით ამ 15 სურათს, ისინი სხვადასხვა შინაარსისაა, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. ინტერნეტიდან ეს 15 ფოტო შევარჩიეთ და წარმოგიდგენთ კადრებს, როლებსაც დარწმუნებული ვართ, შეუძლია აგატიროთ კიდეც. (არსებობს უამრავი ქართველის მიერ გადაღებული არანაკლებ საინტერესო კადრები, რომლებსაც მსგავსი ფორმატით აუცილებლად შემოგთავაზებთ)


1.ეს ფოტო ასეთუისე ცნობილია ინტერნეტის მომხმარებლებისთვის, მასზე გამოსახულია ძაღლი, რომელიც თავის გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ყოველ დილით ზუსტად ერთიდაიგივე დროს მიდის და ყოველ საღამოს, ერთიდაიგივე დროს ბრუნდება შინ

image

2. ამერიკელი ჯარისკაცი „პიპეტკით“ რძეს აჭმევს პატარა კნუტს, რომლის დედაც, დაბომბვას შეეწირა

image

3. შემთხვევითი გამვლელი, საკუთარ „პაიოკს“ უხელო მათხოვარს საკუთარი ხელით აჭმევს, ფაქტმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა ქუჩაში უბრალო გამვლელებს შორის და მხოლოდ ერთმა ფოტოაპარატიანმა მოიფიქრა, რომ კადრი ფირზე აღებეჭდა


image

4. ინდოელმა მაშველებმა პატარა ბიჭუნა მიწისძვრის შემდეგ, ერთი კვირის თავზე, დანგრეული შენობიდან, უვნებლად გამოიყვანეს

image

5. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საკუთარი, ახლადშეძენილი სახლის ნანგრევების ფონზე, რომელიც გამანადგურებელმა ქარიშხალმა მთლიანად დაშალა

image

6. სირია, - მამამ ზუსტად 5 წუთის წინ გაიგო, რომ დაბომბვას მისი სამივე შვილი ემსხვერპლა

image

7. ჩინელი ბიჭუნა იმდენად შეაშინა დანაგრეველმა მიწისძვრამ, რომ დედას მოქმედების და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აღარ აძლევს

image

8. თვითმკვლელი, რომელიც ხიდიდან გადახტა, სრულიად შემთხვევით დააფიქსირა აპარატმა

image

9. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კედელი, რომელშიც ფაშისტები გაზის კამერაში სიკვდილით სჯიდნენ ებრაელებს

image

10. ომიდან დაბრუნებულმა ამერიკელმა ჯარისკაცმა პირველად ნახა საკუთარი შვილი

image

11. პატრონი საკუთარ ძაღლს, რომელიც ძვლების მძიმე ფორმითაა დაავადებული, წყალზე რწევით ტკივილებს უმსუბუქებს

image

12. დაკრძალვის დროს ცრემლები ვეღარ შეიკავა, - 12 წლის ბიჭუნა, რომლის მამიკოც ომში დაიღუპა

image

13. სასიკვდილოდ გადადებულმა დედამ, თავისი ქალიშვილის ცეკვას ქორწილში „სკაიპით“ საავადმყოფოდან უყურა

image

14. ისინი 90 წელიწადი ერთად ცხოვრობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს საწორწინო ფოტოს გადაღება

image

15. გოგონა ერაყში დაღუპული საკუთარი ძმის საფლავთან

image

1
805
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
805
  
2014, 3 ნოემბერი, 22:14
შვილების დაკარგვაზე მწარე არაფერია
0 1 1