მაკიაჟი და ვარცხნილობა Chanel -ის მოდის სახლმა საკურორტო კოლექცია წარმოადგინა 2012, 16 მაისი, 11:54 გუშინ კარლ ლაგერფელდმა ვერსალის ბაღში წარმოადგინა Chanel -ის 2012-13 წლის საკურორტო კოლექცია. ფრანგი მეფეების ცნობილ რეზიდენციაში კოლექციის სანახავად მივიდა Chanel -ის ბევრი თაყვანისმცემელი, მათ შორის კარლ ლაგერფელდის მუზა ვანესა პარადი და ტილდა სუინტონი, ხოლო ჩვენებას მუსიკალურად ელის დელალი აფორმებდა. კოლექციის თემა გახლდათ მარია ანტუანეტა თანამედროვე ვარიანტში. Chanel -ის მდიდრულ სამოსს ეხამებოდა სპორტული კედები, ასევე წარმოდგენილი იქნა ჩანთების ფართო არჩევანი, კოლექციაში ადგილი დენიმისთვისაც გამოიძებნა. 75 2-ს მოსწონს
|