სხვა რა განძი იპოვეს ნიუ-იორკის ნაგვის კონტეინერში? 2014, 2 ნოემბერი, 13:05 რატომღაც ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ყველაფერი ბედსა და იღბალზეა დამოკიდებული. აქვე თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მხოლოდ იღბალი არ კმარა იმისათვის რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოდ ცხოვრებაში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ასეცაა. რამდენს გაუღიმა ფორტუნამ და მოიპოვა გამარჯვება თუ ჯილდო მოულოდნელად, თუნდაც ლატარიაში? ერთი სიტყვით, არავინ ვიცით ბედის ბორბალი ვის შემთხვევაში როგორ დატრიალდება, მაგრამ სტატია, რომელსაც ეხლავე გამცნობთ, ჭკუა უკუღმართ ხალხს უფრო ეხება. რა განძი იპოვეს ნიუ-იორკის ნაგვის კონტეინერში და ვის მოუვიდა აზრად მათი იქ გადაყრა?
ისტორია ასე დაიწყო: მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთ უბანში მცხოვრები თანამემამულე, რომლის სახელიც წყაროში შეგნებულად არ მიუთითეს, სახლიდან მაღაზიაში მიემართებოდა სურსათისთვის, როდესაც შემთხვევით ნაგვის კონტეინერისკენ გაუწია გულმა, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული სახლის წინ იდგა. სწორედ იქ წააწყდა იგი ამ უდიდეს განძს.
განძი ვისთვის მართლა ოქრო-ვერცხლია და ვისთვის წიგნები, ამ შემთხვევაში კი მპოვნელმა განძი უწოდა წიგნების იმ იშვიათ და უძვირფასეს კრებულს, რომელიც იმ ნაგვის კონტეინერში გადაყარეს. წიგნებს შორის იყო Michel de Montaigne-ს სპეციალური ნარკვევები Salvador Dali-ს ილუსტრაციებით, რომელიც გამოცემულია 1947 წელს. უფრო მეტიც, წიგნების მხოლოდ 1000 ეგზემპლიარი გამოიცა და თითოეულ მათგანზე მხატვრის ორიგინალი ხელმოწერა იყო. ორსაათიანი "ქექვის" შემდეგ კიდევ უამრავ საინტერესოს გადააწყდა მპოვნელი. იქ ასევე იყო წიგნი "Alice in Wonderland" (ალისა საოცრებათა ქვეყანაში), ასევე 1947 წელს გამოცემული. 1939 წელს გამოშვებული წიგნები Иосифа Сталин-ისა და John Lennon-ის ისტორიებით. ასევე აღმოაჩინეს ქალის უხმარი თეთრეული, რომელიც გასული, 60-ნი წლების გამოშვებისაა. ასევე გაეროს დაზვერვის ანგარიშები, იაფი გზავნილები- Western Air Lines, საფრანგეთის სასტუმროს შეტყობინებები რეკლამით TWA, კვიპროსიდან გამოგზავნილი დეპეშები კონვერტით, რადიოგრამა RCA, დეკლარაციები და ბანკის ანგარიშები, უამრავი გაუხსნელი წერილი, რომლებიც დათარიღებულია 1951 წლით. ეს ყოველივე უამრავი წლის მანძილზე ინახებოდა სახლში, თუმცა მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ არც მისმა მემკვიდრეებმა ჩათვალეს ნივთები აუცილებლობის საგნად და სრულიად უსარგებლოდ მიიჩნიეს, ამიტომ ბინის ახალმა მეპატრონეებმა დაქირავებული მუშების მეშვეობით ეს ყოველივე ნაგვის კონტეინერს მიაბარეს. 1438 22-ს მოსწონს
|