ასტროლოგია ამერიკელმა მეცნიერმა სიკვდილის წინ უცხოპლანეტელთა ფოტოები გამოაქვეყნა 2014, 1 ნოემბერი, 11:09 აეროკოსმოსური პროგრამა Lockheed-ის ყოფილმა თანამშრომელმა ბოიდ ბუშმენმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ პირად შეხვდა უცხოპლანეტელებს. მომაკვდავმა ამერიკელმა მეცნიერმა ჩაწერა უცნაური სიკვდილისწინა ვიდეო. იგი ამბობს, რომ იცის რა ხდებოდა საიდუმლო ზონა -51-ში, შტატ ნევადაში. მან განაცხადა, რომ უცხოპლანეტელები და მფრინავი თეფშები ნამდვილად არსებობენ, რომლის ტექნოლოგიებიც ნაწილობრივ აითვისა კომპანია Lockheed Martin-მა, რომელიც თავდაცვით პროექტებზე მუშაობდა. თვით ბუშმენი გახლდათ მეცნიერ-მკვლევარი კორპორაცია Lockheed Martin-ში.მას მიეკუთვნება რიგი გამოგონებები, რომლებზეც პატენტები გაიცა.თუმცა მისი ბიოგრაფიის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. "მე გაგიმხელთ დიდ საიდუმლოს"-ასე იწყებს ვიდეომომართვას მეცნიერი, რომელიც 2014 წლის 7 აგვიტოსაა ჩაწერილი .იგი მოხსენიებს როზუელის ინციდენტს, რომელიც 1947 წელს მოხდა. შემდეგ ბოიდ ბუშმენი საუბრობს ანტიგრავიტაციულ ამოზე, რომელიც მუშავდება ე.წ. ზონა 51 -ში. მეცნიერი აღწერს უცხოპლანეტელებს, იგი აცხადებს, რომ მათი სიმაღლე 1.3-1.5 მეტრია, აქვთ სამი ხერხემალი, რომელიც ხრტილებისგან შედგება და ადამიანზე უფრო ნაკლები ნეკნები აქვთ.თითები ადამიანისას წააგავს, თუმცა მათი უფრო გრძელია. "მათ შეუძლიათ გამოიყენეონ ტელაპატიური ხმა ჩვენთან სასაუბროდ"-ამბობს მეცნიერი-"წარმოიდგინეთ, თქვენ ხარ ერთ ოთახში უცხოპლანეტელთან ერთად და უცებ თქვენი შიდა ხმა კითხვაზე პასუხს გცემთ". იგი აცხადებს, რომ ზოგიერთი უცხოპლანეტელი 230 წლისაა.. შემდეგ მეცნიერი აღწერს უცხოპლანეტელთა ცხოვრების ზოგიერთ დეტალს.ამბობს, რომ ისინი პლანეტა კინტუმნიადან არიან, მანძილი დედამიწიდან იქამდე 68 სინათლის წელიწადია, თუმცა ისინი ხომალდით ჩვენამდე მოსვლას მხოლოდ 45 წუთი ანდომებენ. Lockheed Martin -ის ყოფილმა თანამშრომლემა ადრეც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იკვლევდა უცხოპლანეტელთა ხომალდებს და რომ კორპორაცია ფლობს რიგ სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებს. 296 6-ს მოსწონს
|