x
image
beko777
ცრუ ორსულობა (სამედიცინო ანომალია)
imageქალთა კონსულტაციაში ახალგაზრდა ქალი მივიდა, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა პანიკური მდგომარეობა: „არ ვიცი, როგორ მოხდა ყველაფერი, თითქოს ყველა შესაძლებლობით ვიცავდი თავს, თვიური კი დიდი ხანია აღარ მაქვს, მუცელიც მეზრდება!“ მაგრამ ორსულობა არ დადასტურდა. პაციენტი საკუთარმა ორჭოფობამ დააზარალა. მას პანიკურად ეშინოდა ბავშვის გაჩენის, თან რეგულარულად განიცდიდა სხვადასხვა სტრესის გამო, ასე რომ ბოლოს და ბოლოს... ორგანიზმმა დამცველი ფუნქცია აამოქმედა და ქალს „სიგნალიზაცია ჩაურთო“: - ყურადღება! გეყოფა ნერვიულობა! უკვე ორსულად ხარ!


imageცრუ ორსულობა - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა სამედიცინო პრაქტი-კაში. ამ მოშლილობის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონული და ფსიქოლოგიური ფაქტორები. ხშირად ეს ემართება ისეთ ქალებს, რომლებიც დიდი ხანია საერთოდ არ ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას!

როგორც წესი, ცრუ ფეხმძიმობისადმი მიდრეკილნი არიან გაუწო-ნასწორებელი, ისტერიებისადმი განწყობილი, განსაკუთრებით შთა-ბეჭდილებებიანი, ემოციური და იოლად აღგზნებადი ქალები. ზოგჯერ საქმე იქამდეც მიდის, რომ ქალი გრძნობს როგორ „მოძრაობს“ მუცელში ბავშვი.

ამის მიზეზი ბავშვის გაჩენის წინაშე შიშია ან პირიქით, დაორ-სულების აკვიატებული სურვილი.



imageმოგვითხრობს ექიმი-გინეკოლოგი ნესტან გუჯეჯიანი:
- „დაორსულების“ ალბათობა იზრდება, თუ ქალი სისტემატურად გა-ნიცდის ძლიერ სტრესებს. ცნობილი შემთხვევები, როცა ქალები ცრუ ორსულობის სიმპტომებს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღწერდნენ, რამეთუ საშინლად განიცდიდნენ, რომ ვერ მოასწრეს მათგან შვილის გაჩენა. ცრუ ფეხმძიმობის სიმპტომები სრულიად შეესაბამება ნამდვილი ორსულობისას - წყდება მენსტრუაცია, აღენიშნებათ თავბრუხვევები, გულისრევები, მკერდის ზრდა-დამძიმება, კერტების პიგმენტაცია, მუცლის ზომაში მატება და წონაში მატება. ქალი ჭირვეული ხდება, იოლად ღიზიანდება, მაგრამ ჩვეულებრივ ვერ გაუცნობირებიათ, რანაირად მოახერხა დაორსულება, და ეს უფრო ზრდის ნერვოზულ მდგომარეობას.
არც ისე იშვიათად ქალი, როცა შეიტყობს, რომ მაინც არ არის ორსულად, მიუხედავად ამისა, ურთიერთობებს წყვეტს თავის ბოლო საყვარელთან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ის მამაკაცია დამნაშვე მის გაწვალებაში. ცხადია, მამაკაცი ამ სიტუაციაში აბსოლუტურად უდა-ნაშაულოა, მაგრამ ქალს დანაშაულის პარტნიორზე გადაბრალება უად-ვილდება, ვიდრე იმის აღიარება, რომ არაპირდაპირ თვითონ არის ამ სიტუაციაში დამნაშავე. უფრო მეტიც, თუ ყველაფერი ამ სცენარით წარიმართა, ქალს მამაკაცებთან მიმართებაში შიშის მდგრადი გრძნობა შეიძლება დაუმკვიდრდეს.


imageცრუ ორსულობა პრინციპში არასაზიანოა, მაგრამ როცა ქალი იცნო-ბიერებს, რომ ბავშვი აღარ ეყოლება, ამან ნევროზი შეიძლება გა-მოიწვიოს, მთავარია - ნაკლებად ინერვიულონ და სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ. მკურნალობის სახით ექიმები ჩვეულებრივ ნეირო-ლეპტიკურ საშუალებებს ნიშნავენ, რომლებიც ჰორმონების დონის ნორმალიზებას ახდენენ. აგრეთვე ჰიპნოზის სეანსები, რომელთა ძირითადი ამოცანაა თავიდან პაციენტის იმაში დარწმუნება, რომ ბავშვი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია. არადა ამის დაჯერება არც ისე იოლი ხდება, ორსულობის ყველა ნიშანი ხომ სახეზე იყო. შემდეგ ძალისხმევა არ უნდა შენელდეს დეპრესიის სიმპტომების ჩასაქრობად. ამ პერიოდში არარეკომენდებულია ჰორმონული პრეპარატების მიღება, სანამ არ დაიძლევა ცრუ ორსულობის ძირითადი მიზეზი.


image

0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0