ნანუკა ჟორჟოლიანი გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მოათავსეს. როგორც ნანუკას პროდიუსერმა, სტეფნაძემ განაცხადა, რნანუკა ჟორჟოლიანი შეუძლოდ დიეტის გამო გახდა.
"იყო დიეტაზე და გახდა ცუდად. თვითონ გვთხოვა სასწრაფო გამოგვეძახებინა. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ნანუკას საავადმყოფოში გადაყვანა მიზანშეწონილი იქნებოდა", - განაცხადა მაია სტეფნაძემ. მისივე თქმით, ტელეწამყვანს გული გაუხდა ცუდად.