სიახლეები ვაშლი - მკურნალი 2014, 31 ოქტომბერი, 0:31 დიდი ხანია ცნობილია, რომ ვაშლი ორგანოების დაავადებებსა და ინფექციებს. კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის მოშლილობისას. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
ვაშლი შეიცავს 86.გ წყალს, 0.4.გ ცილას, 0.4გ ცხიმსა და 9.8.გ ნახშირწყლებს, ასევე ჯანმრთელობისათვის ყველა აუცილებელ ვიტამინს, ბევრ კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, ქლორს, გოგირდს და სხვა...
ახალი ვაშლის პიურე კარგია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ, ვაშლის პიურეს დაამატოთ თითო სადილის კოვზი კარაქი და თაფლი. მშრალ ხველებას შველის შემწვარი ვაშლიც.
ვაშლი ანტიოქსიდანტების წყაროა, რომლებიც ხელს უშლის დაბერების პროცესს და კიბოს განვიტარებას. პექტინი ასუფთავებს ორგანიზმს მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიოაქტიური ელემენტებისაგან, ხელს უშლის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. ვაშლი აქვეითებს ქოლესტერინს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ვაშლის ხის ფოთოლი C ვიტამინის უნიკალური წყაროა. ამიტომ, მისგან დამზადებული ნაყენი სასარგებლოა სასუნთქი გზებისა და სხვა ორგანოების მკურნალობის დროს. 121 6-ს მოსწონს
|