x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
37 წლის, საუკეთესო ბრენდების მოდელი, რომლის სახეც აქამდე არ გინახავთ
ყველამ თუ არა, უმეტესობა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ სწავლა "ლენინმა" მოიგონა იმისათვის, რომ ყველას შესძლებოდა სწავლა-განათლების მიღება, რათა სამომავლოდ დავუფლებულიყავით სასურველ პროფესიას მომავლის და შთამომავლების უზრუნველყოფის მიზნით. პროფესია, ეს ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამუშაო პერსპექტივისთვის, რომლის გარეშეც მეტ-ნაკლებად, თუმცა ჩემი აზრით უფრო მეტად, სამსახურის შოვნა ძნელია. დღეს კი ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში გვერდზე გვრჩება პროფესია და ამა თუ იმ სახსრების მოსაპოვებლად, პარალელურად ვითავსებთ ყველაფერს. თუმცა ისიც ცხადია, რომ ბევრ თანამდებობაზე იმატა გაუნათლებელმა ნაკადმა, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. ჩემებური წინსართები, რომელიც ყოველი სტატიის წერის წინ მჩვევია, ძალიან რომ აღარ გამიგრძელდეს, გადავალ პირდაპირ თემაზე. მაშასადამე დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროდ 37 წლის მანდილოსანის შესახებ, რომელიც ყოველგვარი განათლების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ხელებით გამოიმუშავებს ხელფასს, საოცარია არაა, მაშ როგორ?


37 წლის Ashley Covington-ი არის პროფესიონალი მოდელი, რომელსაც სახეზე ვერასოდეს ნახავთ და მისი პროფესიონალიზმი კი მის ხელებზე მეტყველებს, რომელთაც უამრავ რეკლამაში შევხვდებით. მაშასადამე, ეშლი ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, რომლის მხოლოდ ხელებსაც წავაწყდებით პუბლიკაციებსა და რეკლამებში. სწორედ ასე გამოიმუშავებს მოდელი უამრავ თანხას, რისთვისაც მხოლოდ მის ხელებს უწევს პოზირება სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებში.


image

imageimageimageimage




ეშლის ეხლანდელი კარიერა 14 წლიან სტაჟს ითვლის, თუმცა მანამდე ის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა მიმტანად. სწორედ მისი უწინდელი სამსახური გახდა დღევანდელი წარმატების საწინდარი, რადგან იმ რესტორანში მოვახშმე, ერთ-ერთმა სარეკლამო აგენტმა შეამჩნია მისი მშვენიერი ხელები და გადაწყვიტა გარკვეული მიზნებისთვის გამოეყენა იგი. როგორც ჩანს ეშლიც მოხარული გახდა წინადადებით და დღეს ის ცნობილი ბრენდების რეკლამებშიც იღებს მონაწილეობას, როგორიცაა: Dior, Maybelline, Rolex და Sephora.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage




ამჟამად ეშლი ცხოვრობს ნიუ-იორკში, თუმცა გადაღებების გამო მუდმივად უწევს ქვეყნებსა თუ ქალაქებში ფრენა. ინტერვიუს დროს კი ასეთი ნაწყვეტი მოყვა თავისი ცხოვრებიდან: "ჩემი ბებია 1930 წელს იყო მოდელი, კერძოდ კი მის ხელებს იღებდნენ საბეჭდი მანქანების რეკლამაში, ხოდა ალბათ ეს ხელები მეც მემკვიდრეობით მერგო მისგან"- ამბობს სიცილით.

0
293
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0