სხვა 12 წლის ნორვეგიელმა ბავშვმა პატარძალმა მსოფლიო შოკში მოიცვა 2014, 27 ოქტომბერი, 14:41 ქორწილი, ეს ხომ ის ერთადერთი დაუვიწყარი დღეა ყველას ცხოვრებაში (ვიმედოვნებ ყველასი), რომელსაც ახალ, სულ სხვა განზომილებაში გადავყავართ. დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ასე მოულოდნელად ველით, რათა დავაკავშიროთ საკუთარი ცხოვრება "იმ ერთადერთთან", ავიღოთ საკუთარ თავზე მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და მთელი მონდომებით ჩავებათ ოჯახურ უღელში. ქორწილისთვის მზადება კი ყველა ქალის სანუკვარი ოცნებაა, თეთრი კაბა, თაიგული, თავსაბურავი, ეგზოტიკური თუ დეკორატიული გაფორმება, ჯვრის წერა, მაყარი და რაც ყველაზე მთავარია- დიდი ბედნიერება, დღე, რომელიც გინდა არასოდეს დასრულდეს და ცხოვრების ბოლომდე არ გავიწყდება.
ეს ყველაფერი კარგია, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ქალს არ აქვს უფლება საკუთარი ნება-სურვილით მართოს ცხოვრება და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ასაკში და ვისთან დააკავშიროს საკუთარი ცხოვრება. უცხო არ იქნება არცერთისთვის, რომ 8 წლის და ზევით ასაკის ე.წ. ბავშვებს ძალით ათხოვებენ მამის და ბაბუის ტოლ კაცებზე, ვინაიდან ეს მათ ტრადიციებს აკმაყოფილებს და შეწინააღმდეგების შემთხვევაში საჯაროდ ჩაქოლვით ან რაიმე მსგავსი დასჯის მეთოდით გამოუტანენ განაჩენს. ეს ორი მაგალითი- ნებაყოფლობითი და იძულებითი ქორწინება პირდაპირ კავშირშია დღევანდელ ჩემს სტატიასთან და უბრალოდ ვერ გადავიდოდი პირდაპირ თემაზე, სანამ არ განგიმარტავდით, ვინაიდან 11 ოქტომბრიდან მოყოლებული 12 წლის ნორვეგიელი გოგონას, ვინმე თეას გათხოვების ამბავმა მთელი მსოფლიო შოკში მოიცვა. თეამ სოციალურ ქსელებში ატვირთა თავისი ქორწილისთვის მზადების დამადასტურებელი რამოდენიმე ფოტო და ასევე 37 წლის მომავალი მეუღლეც გაგვაცნო. ეს ამბავი თითქმის ყველა მკითხველისთვის იყო აბსოლიტურად შოკისმომგვრელი. სურათებმა 500 ათასზე მეტი წერილი თუ კომენტარი მიიღო კრიტიკის შინაარსით. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ საბედნიეროდ ეს არ იყო ნამდვილი ქორწინება. საქველმოქმედო პროგრამამ Plan International-მა ეს სპეციალურად მოიფიქრა, რათა დიდი ყურადღება მიეპყრო საზოგადოებისგან, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით დღეში 39 000 ბავშვი მაინც ხდება იძულებითი ქორწინების მსხვერპლი და საქველმოქმედო პროგრამამ Plan International-მა ასეთ ხერხს მიმართა ხალხის გამოსაფხიზლებლად, რომ არ უნდა დაიჩაგროს იმ ბავშვთა უფლებები და სურვილები და იმედოვნებენ, რომ მათ მცირე ნაწილს მაინც იხსნიან ძალადობისგან. ეს კი თეას ფოტოები უბრალოდ სახასიათოდ, ის არის 12 წლის მოზარდი და ცხოვრობს თავის ასაკთან შესაფერისი ცხოვრებით, უბრალოდ სამსახური გაუწია Plan International-ის სარეკლამო პროგრამას. 1102 11-ს მოსწონს
|