ქალი და მამაკაცი ბიზნესმენმა საყვარელი მხოლოდ იმიტომ მოკლა,რომ ცოლობა სთხოვა 2014, 27 ოქტომბერი, 12:18
მამაკაცმა ქალს თავში ესროლა, ხოლო შემდეგ მიხვდა რა რომ მკვლელობა ჩაიდინა, პოლიციაში თავის ფეხით გამოცხადდა.
ეკატერინბურგელმა 26 წლის მარგარიტა რეუტოვამ თავის ასაკისთვის უკვე საკმაოდ სოლიდურ წარმატებებს მიაღწია.დაამთავრა უნივერსიტეტი, მუშაობდა სამშენებლო ფირმაში მაღალ პოსტზე, იყიდა ბინა და მანქანა..არც დასვენებას იკლებდა...მოკლედ ცხოვრება საათივით ჰქონდა აწყობილი...თუმცა სრული ბედნიერებისთვის ახალგაზრდა ქალს ერთი მთავარი რამ აკლდა: ჰქონოდა ოჯახი, ჰყოლოდა ქმარი და შვილები. -რიტამ თვითონ გაიკვალა გზა ხალხში, -მოგვითხრობს მისი მეგობარი ვალერია-ის ხშირად მოგზაურობდა და ფინანსურად დამოუკიდებელი იყო, თუმცა მისთვის ბედნიერება ფულში არ იყო, მას სურდა შვილებისთვის მოეარა და გვერდში დგომოდა ქმარი. პრედენდენტიც იყო.ეს გახლდათ 39 წლის ბიზნესმენი სერგეი სმოლოვი, რომელსაც რიტა უკვე 6 წელია ხვდებოდა.თვითონ სერგეის ორი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან და ხელმეორედ დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო.მას ამის გაგონებაც არ სურდა. მარგარიტას მეგობრის განცხადებით რამდენჯერაც გოგონა წამოიწყებდა ამ თემაზე საუბარს, სერგეი სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა. სიკვდილის დღეს რიტამ სოციალურ ქსელში გააზიარა უკანასკნელი პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, თუ როგორ იცხოვრა ერთად შეყვარებულმა წყვილმა 50 წელი ერთად... იმავე საღამოს რეუტოვა სმოლოვთან ერთად აგარაკზე გამგზავრნენ სოფელ ბოლშებრუსიანსკიში. რომანტიულ ატმოსფეროში რიტამ ისევ წამოიწყო ქორწინებაზე საუბარი...დილიდანვე გაღიზიანებული სერგეის რეაქცია უკვე მწვავე იყო და რაზეც არადეკვატური რეაგირება მოახდინა. სმოლოვი ნადირობის მოყვარული გახლდათ, ამიტომ აგარაკზე ყოვეთვის ჰქონდა იარაღი შენახული. ბიზნესმენმა დაუფიქრებლად გადმოიღო იარაღი და რიტას თავში ესროლა. შემდეგ წამებში გააცნობიერა თუ რა ჩაიდინა, მძიმედ დაჭრილი რიტა მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში გაქანდა, თუმცა ტყეში ცუდ გზაზე მანქანა ტალახში ჩაეფლო და მათ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.ავტომობილშივე გარდაიცვალა რიტა. სერგეიმ ფეხით განაგრძო გზა და პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც მან აღიარებითი ჩვენება მისცა. მამაკაცს 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 135 4-ს მოსწონს
|