x
მეტი
  • 03.08.2024
  • სტატია:136330
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510553
ნაბიჯი თავისუფლებისაკენ


ჩემმა თითქმის ექვს წლიანმა დაკვირვებამ ადამიანის იზოლირების პასუხად ქვემოთ ჩამოთვლილი ჩამოყალიბებული ჩვევები დამანახა.
პირველი დღე პატიმრობის: როცა ადამიანს წინასწარ ორ თვინ პატიმრობას უსჯიან ფიქრობს და ვერ ხვდება რა ხდება მის თავს .არ ფიქრობს არც გუშინდელ დღეზე, არც ხვალინდელი ადარდებს, უბრალოდ გაყინულია და შოკშია .დაღლილი მხოლოდ ადგილს ეძებს სადაც შეძლება დაწვეს, დაჯდეს, დაისვენოს და მერე იფიქროს. გზა სასამართლოდან ციხემდე ძალიან მოკლეა, ახსენდება ყვე;აფერ წარსულიდან, ოღონდ სასიამოვნო... და მეორე რაზეც წუხს ადარდებს სახლში დარჩენილების ბედი. ახლობლებზე უფრო მეტად დარდობს, ვიდრე საკუთარ თავზე.იმ წუთში არ ფიქრობს როგორ იცხოვრებს ციხეში, შეიძლება ამაზე ფიქრს გაურბის კიდეც.
ორი ძირითადი კითხვა უტრიალებს თავში.
– უჩემოდ რას იზავენ?
– როგორ გადაიტანენ ჩემს დაჭერას, ეს ხომ მათთვის შეურცყოფაა
აი ფიქრსაც ვერ ამთავრებს და და უცებ ხვდბა რომ ციხეშია...მისთვის აფსოლიტურად უცხო გარემოში, თუმცა ყოველი დღე პასუხობს, რომ ციხეში საშიში არაფერია... ერთი შეხედვით...
მთავარია გარეთ იყოს ყველაფერი კარგად და ციხესაც გაუძლებს. პრაქტიკულად ყველა პატიმარი ერთითვს მანძილზე თავს ციხხის სტუმრად თვლის.
ერთი თვის მანძილზე ყველა ნატვრა ოცნება ცრემლი დარდი და სიხარული გარეთ მყოფ საზოგადოებბას ეხბა.~რაღაც ასეთი შეგრძნება გაქვს, რომ საავადმყოფოს ყველაზე საშინელ პალატაში ცხოვრობ და გამოჯანმრთელებას ელოდები. ისე ელოდები ადვოკატს როგორც პაციენტი ელოდება ექიმს ახალი რეცეპტით ხელში. ამასობაში აკვირდები გარემოს ცდილობ გაიცნო, თუმცა საკანში ცხოვრება იმდენად არ გიმძიმს რამდენადაც განიცდი გარეთ დარჩენილების ახლობლების ბედს…
ტრაგედია არა პატიმრობაშია, იმ შინაგანაწესს ვგულისხმობ რომლის მიხედვითაც მოვალეობები გეკისრება, არამედ მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან იზოლირებაშია.
თუმცა ერთი თვის მერე უშინაურდები გარემოს და ცდილობ ყველაფერი იცოდე და ისწავლო. ეს ყოვლის მაძიებლობა ერთი თვიდან იწება და თითქმის ერთი წელი გრძელდება.
ერთი წლის თავზე უკვე გაზრდილი ხარ. იცი რამდენი წელი გაქვს მისჯილი, იცი რა გარემიოში გიწევს ცოხვრების გაგრძელება, ეძებ ადამიანებს რომლებიც შენი ახლობლები გახდებიან სასჯელის მოხდის პერიოდში.თუმცა გარეთ მყოფი ახლობლების ბედი ისევე გაწუხებს, როგორც შენი ბედი ახალ კუნძულზე როგორ წარიმართება.ერთიდან ორ წლამდე თვალზე ცრემლი შრება, პრობლემები თანბრდება ორ კუნძულს შორის
ორი წლის სასჯელის დასასრულს ზონა შენთვის შინაური გარემოა.თუ პირველი წლები მხოლოდ სიახლეების ძიებაში იყავი, მეორე წელს სიახლე აღარ მოდის.. ყველაფერი ნაცნობია.ამ დროს შენს რეჯიმს ქმნი. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ხდება და თითმის მთელი დღე ლოცვაში ატარებენ, თუმცა მეორე ნაწილი, უფრო თავისუფალ ცხოვრებას მისდევს, დღისთ სძინავს, ღამე ღვიძავს, დრო გააქვთ ნარდის და დომინოს თამნააშში. ან წიგნია მათი მეგზური მთელი ღამე. დღე კი ზონის დანახვას გაურბიან და სწორედ ამიტომ იძინებენ. ციხეში თითქმის ყველა ვარჯიშობს, იქ ჯანმრთელობის ფასი უფრო გაცნობიერებული აქვთ ვიდრე გარეთ ...
თუმცა მრავალ ახლად ჩამოყალიბებულ თავისებურებებთან ერთად ახლობლებთან პაემანი გატყობინებს, რომ მათ დღითი დღე შორდები.თუ ერთი წლის თავზე შვილის დანახვა ცრემლსაა გგვრიდა, ორი წლის თავზე აღარ ტირიხარ.გსიამოვნებს მათი ნახვა. აი სამი წლის მერე კი ყველაფერი იცვლება...რადგან პირველი ორი წელიწადი პაემანზე გასვლის წინ იპრანჭებიან, ქალები ქუსლიან ფეხსაცმელებს იცმევენ, მაკიაჯით თავს იწესრიგებენ, მესამე წელს კი პატიმართა უმრავლესობას ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვალდ ჩვეულებრივი კეტები აცვიათ, და ჩვეულებრივი სპორტულებით მიდიან შეხვედრაზე. ანუ პარალელურად საუბრის თემაც იწურება აღარ იციან რა საკითხზე ესაუბრონ საკუთარ ოჯახის წევრებს შორდებიან, თუ პაემანი ხშირად აქვს მსჯავრდებულს, მესამე და მეოთხე წელს ახლობლებთან კონტაქტით იღლება, ერთი სული აქვს უკან გამოიქცე, ნარზე დაწვეს ყავა დალიოს და სიგარეტი გააბოლოს. გაუცხოება ყოველ წამს იზრდება..
აი მეოთხე წელი კი კატასტროფაა, საკუთარ თავს ებრძვიან, გრძნობენ რომ გარეთ დარჩენილებს კარგავენ, ისტერიკა მეოთხე წლის თავზე უფრო მატულობს ვიდრე წინა წლებში. ამ დროს იზრდება მოთხოვნა დამაწყნარებელი პრეპარატებისადმი, საბოლოოდ კი ხვდება პატიმარი რომ ის სხა სამყაროს ნაწილია, ხოლო მისი ახლობლები სხვა სამყაროს შვილები არიან.. ამიტომ ხშირად თავადვე ამბობს უარს პაემანზე, ხშირ სატელეფონო საუბრებზე, პატიმარსა და მის გარეთ დარჩენილ ადამიანებს ერთამნეთის თავისდაუნებურად აღარ ესმით მათი ინტერესები ერთამანეთსას აღარ ემთხვევა სამაგიეროდ პატიმრის ესმის შიგნით მყოფ სხვა ადამიანებს. (არ გამორიცხოთ რომ ის ადამიანები ციხის თანამშრომლებიც იყვნენ) ანუ მათი შინაური სამყარო უკვე ზონაა. შვიდი წლის მერე კატასტროფაა.ციხეში მყოფ ადამიანებს გარეთ აღარაფერი აღარ აქვთ. მათ უბრალოდ აღარ ახსოვთ როგორი იყო ახალი წელი ~სვაბოდაზე~, ჩვევები რომლებიც გარეთ ჰქონდათ ჩამოყალიბებული იქ არაფერში აღარ სჭირდებად.უბრალოდ თეფშიდსან კვებას ღრმა ჯამიდან კვება ურჩევნიათ, თავად ორგანიზმიც კი ეთანხმებათ. ოჯახში გამზადებულ და მოტანილ სადილს უფრო რთულად ინელებს, ვიდრე ციხის ბალანდას...პაემანი რიტუა;ლს ემსგავსება, იტანჯება, წვალობს, იღლება... აამ დროს პატიმარს არ აინტერესებს მისი სახელმწიფოს პრემიერმინისტრი ვინ არის, რა ჰქვია, ციხის კონრტოლიორი ვის გაჰყვა ცოლად ის უფრო საინტერესოა ვიდრე ადამიანისუფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა. ყველაზე კარგად იცის ციხეში რა სიტუაციაში, როგორ უნდა დაიცვას თავი, შვიდიწლის მერე ყველა პატიმარს თავისი წესები აქვს და ის წესები კონსტიტუციაზე უზენაესია მისთვი. ამავდროულად უკვე ნასწავლი აქვთ ხელსაქმე, ქსობა ქარგვა კერვა ძერწვა. იციან როგორ უნდა ირჩინონ თავი. მათ გარეთ დარჩენილების იმედი აღარ აქვ, იციან რომ საკუთარი თავის პატრონები თავად არიან.
გარეთ თუ წლების მანძილზე მაგიდასთან წერდნენ, მუშაობდნენ, აქ მაგიდა აღარ სჭირდებათ, უნდა იწვნენ ნარზე ან იჯდნენ, რადგან მაგიდა უკვე უცხოა არაკომფორტულია, . ბევრს სადილობაც კი აღარ შეუძლია მაგიდასთან“ნარი მათი ცხოვრების ნაწილია, მაგიდასთან ჯდიომას ურჩევნიათ ჩაიმუხლნონ და ასე უყურონ ტელევიზორს საათობით.. მოკლედ ნარი პატიმრის ცხოვრების ნაწილია, უცხოა ჩანგალი კოვზი, დანა, კვების რეჯიმი, არეული საუზმე სადილი, ვახშეამი, ხშირად ერევათ ძილის დრო, . თუ პირველი ორი წელი იმედითუყურბენ ახალ ცვლილებეს, მომდევნო წლებში ცვლილებები აღარ ანაღვლებთ, უბრალოდ იციან რომ მოვა ოდესღაც ~ზვანოკი~ და მორჩა.
P>S>ბოლოს კი ტოვებ ციხეს და ხვდები, რომ ფსიქიკა შერყეული გაქვს. ისე გიწევს ცხოვრება როგორც ჩვილს,
ყოფილ პატიამრს უფრო ეშინია გარეთა საზოგადოების,
ვიდრე საზოგადოებას ნაციხარის!!!!
დარა არის საჭირო იმისათვის რომ ნაბიჯი თავისუფლებისაკენ გადაგა?!
1. უნდა გჯეროდეს რომ ამ ქვეყნად ყველა ერთანირია, და უნდა გახსვდეს რომ ყველა დანაშაული შეცდომით იწყება! და თუ ამის აღიარებას საჯაროდ შეძლებ საზოგადოების დამოკიდებულბა აღარ უნდა გაშინებდეს!
2ვიცი რომ იქნები მშიერი, გარიყული მაგრამ უნდა იბრძოლო იბრძოლო ისე როგორც არასდროს, სულ უნდა გახსვდეს ციხე არ იყო ფრონტის წინა ხაზი, ახლა ხდები შენ ჯარისაცი, რომელმაც თავისუფლება უნდა მოიპოვო
3 თუ თავად ვერ იპოვი თავისუფლებას გარეთ თუ თავად არ მოიპვებ დამუკიდებლობას მაშინ მტელი ცხოვება ტყვე დარჩები იმ წლების რაც ციხეში გაგიტარებია
და ბოლოს
4 გჯეროდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება და მუდამ გახსოვდეთ ალექსანდრე სოლჯენეცინის სიტყვები
„მადლობა ციხე რომ იყავი ცემს ცხოვრებაში“
წაიკითხეთ?! იცხოვრეთ ისე რომგოც მე ვცხოვრობ და გადარჩებით, ნუ მეტყვით რომ ძლიერი ქალი ვარ, უბრალოდ ჩვეულებრივი ქალი ვარ ვინც ტკივილს თვალებში ჩახედა და მას გაუმკლავდა!
პ.ს.ს მე 3 შვილი მყავდა როცა დამიჭირეს უმცროსი 10 თვის, შუათანა 2 წლის, ხოლო უფროსი 4 წლის, როცა ციხე დავტოვე ისინი დიდები იყვნენ მათ ჩემს გარეშე 6 წელი იცხოვრეს, რაც იმას ნიშავს რომ ცხოვრება თავიდან დავიწყეთ
ჩვენ გადავრჩით და თავისუფლების ნაბიჯები ერთად გადავდგით! რადგან მანამდე ყველანი პატიმრებ ვიყავით.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0