სხვა სულისშემძვრელი ისტორია- ბიჭი, რომელმაც სძლია კიბოს ბოლო სტადიას და ბოდიბილდერი გახდა 2014, 26 ოქტომბერი, 13:54 სამწუხარო და გარდაუვალი ხვედრია, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, თუმცა მიზეზი ყველას შემთხვევაში ინდივიდუალურია, ზოგის სიკვდილი შეიძლება სიბერემ განაპირობოს, ზოგის კი არსებულმა მოულოდნელმა თუ გენეტიკურმა დაავადებამ, რომლის წინაშეც ადამიანი სრულიად უძლური ხდება. ხშირ შემთხვევაში კი რაიმე დაავადებით შეპყრობილი ადამიანი ასე უბრალოდ ყრის ფარ-ხმალს, ეცემა სასოწარკვეთას და დარდსა და ცრემლებში ატარებს დარჩენილ სიცოცხლეს სიკვდილის მოლოდინში. სულაც არაა გამართლებული ამგვარი სასოწარკვეთა, ვინაიდან შთაგონებამ, შინაგანმა სურვილმა და სიცოცხლის წყურვილმა შეიძლება ყველაფერი სასიკეთოდ შემოატრიალოს, რისი მცდელობაც უკვე აღარ გაგვაჩნია.
მინდა მოგითხროდ ერთი რეალური ისტორია ბიჭზე, რომელმაც ყველა ღონე იხმარა, სძლია კიბოს და ბოდიბილდერი გახდა. ამიტომ გიტოვებთ ამ შესანიშნავ ისტორიას, გისურვებთ სულიერ სიძლიერეს და მალე გამოჯანმრთელებას, ვინც ამას საჭოროებთ. ა.შ.შ-ში, კერძოდ მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ვინმე Zack Seyler-მა 15 წლის ასაკში შეიტყო რომ ჰქონდა კიბო და საკმაოდ გართულებული ფორმით. დიაგნოზის დასმის შემდეგ არ მისცემია სასოწარკვეთას და არც იმას უმოქმედია მასზე, რომ ხანმოკლე პერიოდში 45 კილოგრამი დაკარგა ამ დაავადების გამო და იმის მაგივრად რომ სიცოცხლის დღეები ეთვალა, ღრმად იყო დარწმუნებული რომ ცხოვრება ჯერ ეხლა იწყება. გულმოდგინედ დადიოდა ექიმთან ყველა ვიზიტზე, მკურნალობდა ზედმიწევნით, იკვებებოდა დიეტურად და სწორად, ასევე იკეთებდა ქიმიოთერაპიას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ამგვარი ყოფით და არ დაუკარგავს ურთიერთობა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. მისმა გამბედაობამ, დადებითმა განწყობამ ამ სენის მიმართ, სულიერმა ბრძოლამ, დიდმა მონდომებამ და სიცოცხლის წყურვილმა მოახდინა სასწაული, იგი 80 კილოგრამი შეიქმნა და სრული გამოჯანმრთელების გზაზე დადგა, რასაც ექიმები სასწაულს აწერენ და არა თავიანთ შესაძლებლობებს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ზაკმა აისრულა საწადელი და სპორტდარბაზებში ფიზიკური შრომისა და ვარჯიშის შედეგად გახდა ბოდიბილდერი. P.S. ასე, რომ ეცადეთ სურვილი იქონიოთ უფრო დიდი რაღაც მიზნისაკენ, ვიდრე სასოწარკვეთამ მოგიცვათ მთლიანად, ირწმუნეთ და სასწაული ნამდვილად მოხდება. იქნებ ზაკი მაინც გახდეს თქვენთვის ცოცხალი მაგალითი. 834 16-ს მოსწონს
|