x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135739
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
მსოფლიო გამოგონებები

პატარა გოგონა მერი ანდერსონი, მეწარმე მარვინ სტოუნი, მეწაღე ლეონარდ ჯადსონი, კინგ კემპ ჟილეტი.

imageმერი სოფელში მანქანით ბებიის მოსანახულებლად მიმეგზავრება, ამ დროს მეწარმე მარვინ სტოუნი თავის ოფისში იმედ დაკარგული ზის და ფიქრობს როგორ გადაიხადოს ვალი, მეწაღე ლონარდო მორიგი სამუშაო დღისთვის ემზადება, კინგ კემპმა კი სულ ახლახანს იბანავა.
მერი შეწუხებულია, ცუდი ამინდის გამო მძღოლი იძულებულია მანქანა ხშირად გააჩეროს, ის ფანჯარას ასუფთავებს, მგზავრობას იმაზე მეტი დრო მიაქ ვიდრე საჭიროა, დაორთქლილ და სველ ფანჯრებში გზა საერთოდ არ ჩანს.
განწირული მარვინი ვალებისგან თავის დახსნის საშუალებას ვერ პოულობს, საიდან უნდა იშოვოს ამდენი ფული, მევალეები კი არ ასვენებენ, ამიტომ მისი ერთადერთი გამოსავალი, დალევაა.
მარვინისგან განსხვავებით მეწაღე ლეონარდო თავის ჩვეულ სამუშაო პროცესშია, გაფუჭებული ფეხსაცმელების მთა, თუმცა საფიქრალი მასაც აქვს, უფრო კომფორტული ფეხსაცმელების შეკერვა სურს, ისეთის მარტივად რო ჩაიცმევ და გაიხდი.
კინგ კემპს კი ძალიან არ სიამოვნებს წვერის პარსვის პროცესი, ეს საშინელი მრავალჯერ გამოყენებული ბლაგვი სამართებელი მის ნერვებს ყოველდღე იწირავს, წვერით ქუჩაში გასვლა კი ცუდ ტონად მიაჩნია, წვალებ-წვალებით ცდილობს თავის მოწესრიგებას.თუკი ამ პერსონაჟებს კარგად დააკვირდებით მიხვდებით რომ თითოეული მათგანი თავისებურ დისკომფორტს განიცდის.მგზავრობამ გოგონას ერთი იდეა გაუჩინა, მოუნდა ისეთი რამის გამოგონება რაც ავტომობილის ფანჯრის შუშებს მარტივად, თავისით გაწმენდს და მძღოლებს ყოველ 2 წუთში მანქანიდან გადასვლა აღარ დასჭირდებათ.მარვინი კვლავ ოფისშია და დროს ფუჭად კარგავს.მეწაღე ლეონარდო იმ დასკვნამდე მივიდა რომ ფეხსაცმელეზე რაიმე ისეთი მოწყობილობა უნდა დაამაგროს რომ მარტივად გაიხსნას.კინგ კემპი კი იმ დასკვნამდე მივიდა რომ ეს მრავალჯერადი საპარსი უნდა შეიცვალოს.ყველა ამ ადამიანის ცხოვრებაში დადგა მომენტი როდესაც კონკრეტული დისკომფორტის გამო რაღაც ძალიან ახალი და საინტერესო იდეა გაჩნდა.მარვინმა კოქტეილში დახვეული ქაღალდი ჩადო და ამ ქაღალდით სასმელი მოწრუპა, ეს პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მან კოქტეილი დალია მანამ სანამ ქაღალდი არ დასველდა და ფორმა არ დაკარგა და აქ ერთი საინტერესო იდეა დაიბადა.მერი ანდერსონმა ბევრი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ მანქანის მინის საწმენდი შექმნა, ეს ერთი შეხედვით პატარა მოწყობილობა იმედენად კომფორტული აღმოჩნდა რომ მთელი მსოფლიოს მაშტაბით დაიწყეს მისი წარმოება და ავტომობილებზე დამონტაჟება.მეწაღე ლეონარდ ჯადსონმა კი ელვა გამოიგონა, რომლის დანიშნულებაც ფეხსაცმლის შეკვრის გაადვილება იყო, ამ გამოგონებას მაშინ ასე ეწოდა:“გამოგონება ფეხსაცმლის შესაკრავად და გასახსნელად" და დღეს როგორც ხშირად არასწორად ვეძახით “ზმეიკა" ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.კინგ კემპ ჟილეტმა უბრალო ხელსაწყოები და სახაზავი ქაღალდები შეიძინა, ერთ კვირაში სამყაროს ერთჯერადი მოხმარების პირველი საპარსი წარუდგინა.მარვინ სტოუნმა დიდხანს იფიქრა რისგან გაეკეთებინა საინტერესო დასალევი საშუალება, ამ დროს ამერიკაში საფოსტო მარკები მანილის ქარალდებისგან მზადდებოდა, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.სწორედ ამ მანილის ქაღალდისგან შეიქმნა პირველი საწრუპი რომლითაც ჩვენ დღესაც ვსარგებლობთ.


აი ასე, ყოველდღიურად იბადება მარტივი და გენიალური იდეები, ჩვენ თანამედროვე ადამიანები იმდენად მივეჩვიეთ ცივილიზაციის წინსვალს რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ იმ წვრილმანებს რისგანაც კომფორტი გვექმნება, მაგრამ წლების წინ იმ ნივთების უმეტესობა რომელსაც ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ უბრალოდ არ არსებობდა.

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0