x
image
ახალი თაობა
სოკრატეს ისტორია

image



















სოკრატეზე ამბობდნენ ეს ცხვირაპრეხილი, გაბურძგნული, უშნო კაცი, თავისი ლაქლაქით მთელ ათენს ართობსო.თუმცა იქვე იმასაც ამბობდნენ რომ ის ნამდვილი ბრძენია არამხოლოდ თავისი გაუთავებელი მსჯელობებით არამედ მისთვის ჩვეული სიჩუმითაც, სასამართლომ რომელმაც სოკრატეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ფილოსოფოსისგან ბოლო შეგონება მოისმინა:თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ კი არ უნდა მიჭერდეთ, პატივი უნდა მომაგოთ, როგორც მასწავლებელს და განმანათლებელს.თანაც სოკრატემ წერა-კითხვა არ იცოდა ამიტომ, ყველა ცნობამ სოკრატეს შესახებ ჩვენამდე მისი მოწაფეების წყალობით მოაღწია.სოკრატე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 469 წელს ათენელი მოქანდაკის ოჯახში დაიბადა, მისი ცხოვრების ადრეულ წლებზე არაფერი ვიცით, მისი პოპულარობა მას შემდეგ იწყება რაც ის ათენის ქუჩებსა და მოედნებზე თამამად იწყებს სახელმწიფოს სამართლიანი მოწყობის და სამართლებრივი საზოგადოების შექმნაზე ხმამაღალ მსჯელობას, ამიერიდან მას ზეთისხილის ხეების ჩრდილებ ქვეშ მსმენელი არ გამოლევია, ზოგი მარტო იმიტომ მოდიოდა რომ უბრალოდ შეეხედა ან დაეცინა ამ უცნაური კაცისთვის, მისი გარეგნობა სიმპათიას არაფრით არ იწვევდა პირიქით, თანამედროვეები ამბობდნენ მონა რომ გეიძულებინა ასეთი ცხოვრებით ეცხოვრა აუცილებლად გაიქცეოდა პატრონისგან.


ძველმანებში გახვეული სოკრატე ფეხშიშველა დადიოდა ათენის ქუჩებში, ის თავისი ქალაქის ნამდვილი პატრიოტი იყო, პელეპონესის ხანგრძლივი ომის დროს მან სამჯერ მიიღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.როდესაც დელფოსის ორაგულმა სოკრატე ყველაზე ბრძენ ადამიანად დაასახელა ათენელმა გლახაკმა ძალზე გაიკვირვა და ორაგულის სიტყვების გასაქარწყლებლად იმათთან დაიწყო ურთიერთობა რომლებიც საზოგადოებაში სხვებზე ჭკვიან ადამიანებად ითვლებოდნენ, სოფისტებთან.სოკრატემ გულუბრყვილო ადამიანად მოაჩვენა თავი სოფისტ მჭერმეტყველს და მოკრძალებით ჰკითხა:რა არის სათნოება, ვაჟკაცობა და სამართლიანობა?სოფისტი მოსაუბრე დიდხანს ეძებდა დამაჯერებელ ახსნას და ცდილობდა სოკრატეს ახალ-ახალი შეკითხვებისთვის თავი დაეღწია, მაგრამ ამაოდ.სოკრატე დარწმუნდა რომ ის მართლაც ყველაზე ბრძენია ადამიანთა შორის რადგან ერთადერთია ვინც თავისუფლად აღიარებს:მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი.სოკრატე 40 წლის ასაკში 19 წლის ქსანტიპაზე დაქორწინდა, ქალი აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა სოკრატეს ეს ნაკლებად ადარდებდა.სოკრატე ცუდი მეოჯახე გახლდათ და საკუთარ შვილებზე თითქმის არ ზრუნავდა, სამაგიეროდ ათენის ახალგაზრდების საყვარელი გმირი გახლდათ., მას ისე უყურებდნენ როგორც თავისი დროის ხიდს, ის არ ბანაობდა, გრძელი თმით დადიოდა, შიმშილობდა და როგორც თვითონ ამბობდა არაფერი არ ჭირდებოდა, სამაგიეროდ მისგან ისმენდნენ იმას რასაც არასდროს არავინ ასწავლიდათ.მშობლები ეჭვიანობდნენ ამ უცნაურ ფილოსოფოსზე, ჩვენი შვილების გულში სოკრატეს მეტი ადგილი უკავია ვიდრე ჩვენი, როგორ შეიძლება ამ სატირულ პერსონაჟს ვანდოთ ჩვენი შვილების გონებაო.პელოპონესის მრავალწლიან ომში ათენელების დამარცხების შემდეგ ქალაქში მკაცრი ტირანია დამყარდა, რომლის სათავეში სოკრატეს ყოფილი მსმენელი კრიტოსი მოექცა.399 წელს ათენელებმა ტირანია დაამხეს, მიუხედავად იმისა რომ სოკრატე არ თანამშრომლობდა სპარტელებთან მას ბრალი დასდეს ღალატში, ამორალურ ქადაგებებში და დააპატიმრეს.სასამართლოს 300 მსაჯული ესწრებოდა, 70 წლის ფილოსოფოსს სიკვდილი მიუსაჯეს.


სასჯელის აღსრულების მოლოდინში სოკრატემ მთელი თვე გაატარა ციხეში, განაჩენის სისრულეში მოყვანამდე ერთი დღით ადრე მისმა მეგობარმა კრიტონმა მეციხოვნე მოისყიდა და სოკრატეს შესთავაზა ათენიდან გაქცეულიყო, ფილოსოფოსმა უარი განაცხადა, კანონის მორჩილება იყო უზენაესი კანონი მისთვის.სოკრატემ მშვიდად შესვა შხამით სავსე თასი რომელიც მეორე დღეს ჯალათმა მიაწოდა, მეგობრები და მოწაფეები რომლებიც მასწავლებლის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ ატირდნენ, სოკრატემ ისინი დატუქსა და თავის ერთ მოწაფეს უთხრა:კრიტო ჩვენ ასკლეპიოსისთვის მამალი გვყავს შესაწირიო.ბერძნები ასკლეპიოსს მსხვერპლს მაშინ სწირავდნენ როცა ადამიანი გამოჯანმრთელებას იწყებდა.როგორც ჩანს სხეულის დაღუპვაზე დიდ ფილოსოფოსს თავისი მოსაზრება ჰქონდა.ეს ახირებული ათენელი ფილოსოფოსების მთელი თაობის მასწავლებლად იქცა.სწორედ მის სახელს უკავშირდება უდიდესი ფილოსოფიური სავანის ათენის სკოლის შექმნა.

0
739
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0