შოუბიზნესი რიანა და ეშტონ კატჩერი - ახალი ვარსკვლავური წყვილი 2012, 27 მარტი, 13:28 რიანამ ეშტონ კატჩერთან რომანი დაადასტურა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, წყვილი უკვე ორი თვეა ერთმანეთს ხვდება. პაპარაცებმა რიანა, კატჩერის სახლთანაც დააფიქსირეს. პოპ მომღერალი მსახიობს სახლში გვიან ღამე ესტუმრა და დილამდე იქ დარჩა. ამერიკული ჟურნალები წერენ, რომ 24 წლის პოპ მომღერალი და 33 წლის მსახიობი ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობენ, თუმცა მათი თქმით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ეშტონ კატჩერი მეუღლეს დემი მურს რამდენიმე თვის წინ დაშორდა 138 1-ს მოსწონს
|