ქალი და მამაკაცი გაიგე მოსწონხარ თუ არა ქალებს 2012, 16 მაისი, 0:09 ყველამ ვიცით, რომ ქალებს სხვადასხვა ტიპის მამაკაცები მოსწონთ, ზოგ ქალს შავგვრემანი მამაკაცები მოსწონს, ზოგსაც ქერები. არსებობს რამდენიმე თვისება, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენელს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის. ყველაზე მეტად ქალებს რომანტიკოსი მამაკაცები მოსწონთ, შეიძლება ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ ქალების დიდ ნაწილი არჩევანს მაინც რომანტიკოს მამაკაცებზე აკეთებენ. რომელ ქალს არ მოეწონება, ყოველდღე ყვავილები მიართვან, მამაკაცმა მოუწყო საინტერესო გასეირნება რომანტიკულ ადგილებში.ქალებს აგრეთვე ძალიან მოსწონთ ხელოვანი მამაკაცები, რადგან ქალებს კარგი აღქმის უნარი აქვთ. ქალებში ასევე დიდ ინტერესს იწვევს თავდაჯერებული მამაკაცები, რადგან მათ გვერდით უფრო დაცულად იგრძნობენ თავს. ის არასდროს იეჭვიანებს საყვარელ ქალზე, რადგან არცერთ მამაკაცს არ განიხილავს კონკურენტის როლში. ეს კი მას უფრო საინტერესოს ხდის. არის ქალების კატეგორია, რომელბსაც მოსწონთ "ქუჩის ბიჭები" თავზეხელაღებული ხალი, რომლებსაც უყვართ ურთიერთობაში სიმძაფრე და სწორედ ეს ხიბლავს ბევ ქალს. დადგა ინტელიგენტი მამაკაცების დროც, მამაკაცების რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მანდილოსნებში. ინტელიგენტებს ყველა გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ მახვილგონივრულად და ამიტომ იზიდავენ ქალებს. ქალს უყვარს, როდესაც მამაკაცი სწორად აფასებს ქალს და როცა საჭიროა მაშინ ხუმრობს და არ კარგავს თავის ინტელიგენტობას იუმორის დროსაც. და ცოტა რამ ვთქვატ უცხოელ პრინცზეც, რომლებიც ქალებს ძალიან მოსწონთ. ძალიან ბევრ ქალს უფო იზიდავს უცხოელი მამაკაცი. 299 1-ს მოსწონს
|