შოუბიზნესი რისთვის უხდის თეონა კონტრიძე ქმარს საჯაროდ მადლობას? 2014, 19 ოქტომბერი, 17:53 ![]() ![]() ამჯერად მომღერალი მადლობას მეუღლეს, ნიკოლაი კლიპოვს უხდის. წყვილმა დაახლოებით 6 წლის წინ იქორწინა და უკვე შვილებიც ჰყავთ. რით დაიმსახურა ნიკოლაიმ სახალხო მადლობა მეუღლისგან? ეს ალბათ თავად უკვეთ იცის, სავარაუდოდ კი ამ განცხადებით მომღერალი საქართველოში მამაკაცების ცოლებზე ძალადობას ეხმაურება. "ქმრის არჩევა ისეთივე თვითრეალიზების ნაწილია, როგორც პარტნიორების, მეგობრების, სახოვრებელი ქალაქის და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნიკალაი კლოპოვს, ჩემს მეუღლეს, იმისთვის, რომ არსებობს და რომ თერთმეტი წლის განმავლობაში არ ყოფილა ეგოცენტრიკი, სადისტი, აგრესიული და მატყუარა. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, გადაადგილების, ურთიერთობების და ყველაფერ იმის უფლებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ იმისთვის, რომ ჩემი შეუცვლელი მეგობარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგული მეგობარია. მადლობა"-წერს თეონა კონტრიძე სოიალურ ქსელში. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... ![]() 340 1-ს მოსწონს
|