სასმელები ყავის ლიქიორი 2012, 15 მაისი, 23:28 24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძლება ხსნადი ყავაც) მოვხარშოთ 6 ჩაის ჭიქა წყალში. ვხარშოთ 5 წუთი და დავდგათ რამოდენიმე საატი, რომ კარგად გაცივდეს და დაილექოს; შემდეგ გავწუროთ ოთხ დოლბანდში, დავამატოთ ცოტა ვანილი, როცა გაცივდება, დავასხათ ჭიქანახევარი სპირტი ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი.
მასალა:
ყავა–24 ჩაის კოვზი წყალი–6 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი– 5 ჩაის ჭიქა სპირტი–ჭიქანახევარი (ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი) 2889 6-ს მოსწონს
|