x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138323
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
მორიგი ოჯახური კონფლიქტი, რომლის შედეგადაც პატრულის თანამშრომელი დაიჭრა

image

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თბილისში კიდევ ერთი შემთხვევა

მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია როგორც მოქალაქე, ასევე პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი,
რომელიც ადგილზე მისვლისას დაიჭრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ყაზბეგის გამზირის N28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა.
გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”.

ამ დროისთვის ორივე დაჭრილ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.

0
30
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0