საზოგადოება ვნებით გარდაცვლილი პენსიონერები! ( + სახალისო ფოტოები) 2014, 18 ოქტომბერი, 17:52 11 ოქტომბერს, ქალაქ შარლერუაში გამართულ, მოხუც პენსიონერთა ეროტიკულ წვეულებაზე, 200-მდე პენსიონერი მიბრძანდა, ცნობილი მოტივაციით ფრთაშსხმულები – სიყვარული ყველას უნდა! მისვლით კი მივიდნენ მაგრამ რამოდენიმე მოხუცი “ადგილზევე დარჩა"... არა იმიტომ რომ ახალგაზრდობის ცეცხლი და ვნება ხელახლა განეცადათ – არა, უბრალოდ გარდაიცვალნენ! როგორც ადგილობრივი გამოცემა Nord presse-ი იუწყება: წვეულება სახელწოდებით "წლის ორგია" 65 წლის ზემოთ ადამიანებისთვის გაიმართა. საღამო ჯგუფური სექსით და მსხვეპლით დამთავრდა. ტრაგედიით დასრულებულ სექსუალურ აღვირახსნილობას, შვიდი პენსიონერი მსხვეპლი ჰყავს. ექიმების განმარტებით, მოხუცების გარდაცვალების მიზეზი დიდი ემოციური სტრესი და ფიზიკური დატვირთვა გახდა, რაც მათი ასაკისთვის შეუსაბამო იყო. შვიდიდან ხუთი გულის, ხოლო ორო, ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა! როგორც გაირკვა, ძვირფასებო, სიყვარულს თუ არა ვნებას ნამდვიად ჰქონია ასაკი! ტკბილ სიბერეს გისურვებთ, ყველა თქვენგანს! 375 6-ს მოსწონს
|