x
მეტი
  • 04.02.2025
  • სტატია:137906
  • ვიდეო:351930
  • სურათი:512981
პატიების არაჩვეულებრივი ისტორიები(ნაწილი მეორე)
არსებობს დანაშაული და შეცდომა, რომლის პატიებაც ძნელია ან შეუძლებელი...შემდგომ ნდობის მოპოვებაც უფრო გაძნელებულია...თუმცა არსებობს მასშტაბური ან ლოკალური დანაშაულის ისტორიები, რომელიც დიდსულოვნად შენდობილი იქნა..თუ რატომ, ძნელია გაიგო...


1-ქალმა აპატია იმ ოფიცერს, რომელმაც მისი ოჯახი ამოხოცა

image























1972 წლის 8 ივნისს ფოტოგრაფმა ნიკ უტმა აღბეჭდა სულისშემძვრელი მომენტი, როდესაც დაბომბვას გაურბიან ვიეტნამელი ბავშვები, რომელიც ვიეტნამის საჰაერო ძალებმა დაგეგმეს.მათ შორის იყო 9 წლის გოგონა კიმ ფუკი.


image

დაბომბვის დროს დაიღუპა უამრავი ადამიანი, ხოლო გადარჩენილებს მთელი ცხოვრება გაჰყვათ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტრავმები.


მათ შორის იყო კიმ ფუგი.ძნელია დაივიწყო ასეთი ტრაგედია. მას ხომ მთელი ოჯახი დაეღუპა.თუმცა კიმმა შესძლო ეს და აპატია იმ ადამიანს, რომელმაც ეს შეტევა დაგეგმა.image
















1997 წელს მან შექმნა საქველმოქმედო ფონდი-კიმ ფუკი, რომელიც ვიეტნამის ომში დაზარალებულებს ეხმარება.image






































2-ქალიშვილმა დედას მის მიმართ განხორციელებული სისასტიკე აპატია

image




























პასკალ კავანა და მისი უმცროსი ძმა მთელი ცხოვრება დედისგან სასტიკ მოპყრობას განიცდიდნენ.ძნელია აღწერო ის მორალური ან ფიზიკური დამცირება რაც და-ძმამ დედისგან გადაიტანა.


საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პასკალმა მიატოვა სახლი, იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება აეწყო..შემდეგ გათხოვდა, ბავშვიც შეეძინა, ეგონა დედა და აწ უკვე ბებია შვილიშვილს მაინც მოესიყვარულებოდა...თუმცა, არა შეჯდა მწყერი ხესაო...ამის შემდეგ ქალიშვილმა საბოლოოდ გაწყვიტა დედასთან ურთიერთობა.


2010 წელს პასკალის დედას ინსულტი დაემართა, რომელიც იმ დროს 73 წლის იყო...ქალიშვილმა დედას ყველაფერი აპატია. ყოველდღე ნახულობდა ავადმყოფს და უვლიდა დილიდან დაღამებამდე.


პასკალის განცხადებით "პატიება ცხოვრებას უკეთესს ხდის."

image
































3-მშობლებმა სერიულ მანიაკს შვილის მკვლელობა აპატიეს

image



















გერი რიჯუეი 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი-მანიაკი გახლდათ.მის კისერზე უამრავი მკვლელობა იყო. იგი მხოლოდ 1997 წელს დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


სასამართლო პროცესს რა თქმა უნდა მსხვერპლთა ნათესავები ესწრებოდნენ...ყველანი ისინი ერთხმად წყევლიდნენ და ჯოჯოხეთურ სიკვდილს უსურვებდნენ დამნაშავეს..თუმცა ერთ-ერთი მსხვერპლის, კერძოდ კი 16 წლის ლინდა ჯეინ რულის მამამ ასეთი უცნაური ფრაზა წარმოთქვა სასამართლოზე:"მისტერ რიჯუეი, ადამიანები, რომლებიც სასამართლოს ესწრებიან მთელი სულით და გულით ვერ გიტანენ..მე კი გპატიობთ ყველაფერს რაც გააკეთეთ. მიპატიებია თქვენთვის სერ."

image





















4-პოლიციელმა იმ მოზარდს აპატია, რომელსაც მისი მოკვლა სურდა


image







































1980-იან წლებში სტივენ მაკდონალდსი პოლიციელად მუშაობდა ქალაქ ნიუ-იორკში..ერთ-ერთი რეიდის დროს მან სამი ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავა..ჩხრეკის დროს ერთ-ერთმა მასზე სამჯერ გასროლა განახორციელა.


სტივენი გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ ეტლზე მიჯაჭვულ ინვალიდად დარჩა.


ერთი ხანობა სტივენი საშინელ სიძულვილს განიცდიდა დამნაშავის მიმართ...თუმცა მან უშველა რელიგიურმა მრწამსმა.


ერთ-ერთ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ პატიობს ახალგაზრდას ჩადენილ დანაშაულს, რომელმაც ასე რადიკალურად შემოაბრუნა მისი ცხოვრება.


სხვათა შორის სტივენის შვილი, კონარ მაკდონალდსიც პოლიციელი გახდა.image

0
103
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0