განქორწინება დიდი სტრესია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს თუ როგორ იქცევიან მშობლები განქორწეინების შემდგომ. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი მშობელი ბავშვს თავისკენ ექაჩება, მეორე კი თავისკენ რაც თავისთავად არასწორია. ამით მხოლოდ ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, რაც შემდგომ ცუდ შედეგს გამოიღებს. განქორწინებული მშობლების შვილებს ისევე უნდა სწამდეთ საკუთარი დედ-მამის, როგორც ბავშვს რომელიც მოსიყვარულე ოჯახში იზრდება. ერთ-ერთ-ერთმა მშობელმა თავის მხარეზე რომც გადმოიბიროს ბავშვი, შესაძლოა შემდგომში მისი სიყვარული და პატივისცემა დაკარგოს (ჩვეულებრივ ასე ხდება ყრმობის ასაკში, როცა მოზარდის გრძნობები მახლობელი ადამიანების მიმართ ძირეულ ცვლილებებს განიცდის). ბავშვი უცებ განზე გაუდგება იმ მშობელს, ვისი ერთგულიც იყო ამ ხნის მანძილზე და მეორეს მიეკედლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თითოეული მშობელთაგანი ბავშვის სიყვარულს და პატივისცემას უფრო მეტად მოიპოვებს მაშინ, თუ არ ეცდება მეორეს წინააღმდეგ აამხედროს. გახსოვდეთ, შვილებს ორივე მშობლის სიყვარული, ზრუნვა, თანადგომა ერთნაირად სჭირდებათ.