x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები მსოფლიოზე, რომელთა შესახებ ჯერ არ გსმენიათ
ჩვენი პლანეტა, ე.წ. დედამიწა კარგად მოგეხსენებათ, რომ კონტინენტებისგან შედგება, სადაც ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რაოდენ გასაოცარ ფაქტებს შეგვიძლია გადავეყაროთ. როგორც ცხადია, ყველა ქვეყანას აქვს რაღაც განსაკუთრებული და გასაოცარი, რომელთა შესახებ ცნობები ერთ-ერთმა უცხოურმა მედიამ აკინძა, მე კი თქვენთვის ვთარგმნე და მინდა გაგიზიაროთ.


გთავაზობთ კრებულს, სადაც წარმოდგენილია საინტერესო და გასაოცარი ფაქტები მსოფლიოზე.



1. მდუღარე წყალი ისლანდიაში.

ფოტოზე, რომელსაც წარმოგიდგენთ, ასახულია სტროკურის გეიზერი, რომელიც მდებარეობს ისლანდიაში. სწორედ ამ საოცარი, ბუნებრივი გეიზერის წყალობით, საიდანაც ცხელი წყალი ამოდის, ისლანდიის მოსახლეობას აქვს მილებით გაყვანილი სახლებში და მოიხმარენ მას ყოველგვარი ქურასა და სხვა საშუალებების გათბობის გარეშე. ანუ ბუნებრივად ცხელი წყალი ყველას ოჯახში.


image




2. პრეზიდენტის სასახლე ა.შ.შ-ში.

ერათადერთი სამეფო სასახლეა, რომელიც გამოიყენებოდა მონარქების მიერ. მდებარეობს ჰავაიზე, Honolulu-ში. სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა მეფე Kalakaua-სა და დედოფალ Lili'uokalani-ს, 1893 წ დან 1959წ-მდე იყო მათ მფლობელობაში, სანამ მონარქია არ დაემხო. მისი დამხობის შემდეგ კი, 1959 წელს სასახლე გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში და დღეს იგი გამოიყენება როგორც მუზეუმი.

image





3. New York-ის ცენტრალური პარკი.

New York-ის ცენტრალური პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგაპოლისია მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს კუნძულ მანჰეტენზე და ფართობით 340 ჰექტარია, რაც მთლიანად მონაკოს ფართობს აღემატება.

image





4. ევროპა აფრიკაში.

დიახ, არ მოგესმათ, ვინაიდან ესპანეთი ის ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა აფრიკასთან. ფაქტობრივად, ესპანეთის ქალაქები Ceuta და MELILLA ერთადერთია ქალაქებს შორის, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობენ.

image





5. კანარის კუნძულის სახელის სათავე.

კანარის კუნძულებს სახელი ძაღლის საპატივცემოდ დაერქვა და არა ფრინველის, როგორც დღეს ეს ბევრს ჰგონია. თურმე კუნძულზე გავრცელებული იყო ველური ძაღლების ჯიში. სიტყვა ძაღლი ბერძნულად "Canis" ნიშნავს, სწორედ აქედან დაერქვა კუნძულსაც სახელი და მკვლევარებმა მხოლოდ 16-ე საუკუნეში ჩადგეს ფეხი კუნძულზე, საიდანაც წამოიყვანეს მშვენიერი ფრინველები და მათ უწოდეს Canary, (Канарские) რაც ქართულად იადონს ნიშნავს. ამიტომაც არის დღემდე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კუნძულის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით.

image





6. საზღვარგარეთული საფრანგეთი.

საფრანგეთის ტერიტორიის 20% მდებარეობს ევროპის საზღვრებს გარეთ, რომლებიც ცნობილია «DOM-TOM»-ის სახელით, რაც ცალკე მდგომ ტერიტორიებს აღნიშნავს და იქ 2, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

image





7. შობადობა ინდოეთში.

თურმე მარტო ჩინეთი არ ყოფილა შობადობით გამორჩეული ქვეყანა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შობადობისა დაფიქსირდა ინდოეთში და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველ 1, 24 წამში ერთხელ იბადება იქ ახალი სიცოცხლე. ასეთი ტემპით თუ წავიდა ინდოეთში ეს საკითხი, 2075 წლისათვის მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანად აღიარებენ. მიმდინარე მონაცემებით კი მხოლოდ 2 მილიარდი მოსახლეა.

image





8. მარილის საბადოები ბოლივიაში.

მსოფლიოს უდიდესი მარილის საბადო თურმე ბოლივიაში ყოფილა. მარილიანი ტბა Uyuni 64 მილიონ ტონა მარილს შეიცავს. წვიმის შედეგად ტბის ზედაპირზე წყალი თხელ ფენადაა, რაც მარილს უფრო აშკარას ხდის და მოკაშკაშე ცა ირეკლება მასში სარკისებურად, თვალწინ კი არნახული სილამაზე იშლება.

image






9. ევერესტის მთა ზრდას განაგრძობს.

ალბათ არ იცით თუ საიდან წარმოიქმნა ეს ვეებერთელა მთები, რომლის მწვერვალის დასაპყრობად, უამრავი მთასვლელის სიცოცხლე შეეწირა. მილიონი წლების წინ აზიისა და ინდოეთის ტექტონიკური ფილების შეჯახებისას ჰიმალაის ფორმირების შედეგად წარმოიქმნა ევერესტი, რომელიც ყოველწლიურად 4 მილიმეტრით იზრდება, ხოლო ჰიმალაის მთების მწვერვალები კი პატარავდება.

image






10. ცარიელი სახლები ჩინეთში.

იმდენი ჩინელი ემიგრანტია მსოფლიოს გარშემო, რადგან ბევრნი არიან მოსახლეობრივად და ქვეყანაში ვეღარ ეტევიან, რომ ალბათ ძნელი წარმოსადგენია თუ შეიძლება არსებობდეს ჩინეთში მიტოვებული სახლები. 2025 წლისათვის იგეგმება იქნას აშენებული ცათამბჯენი შენობები და სწორედ ამ მოტივით, რომ ნიუ-იორკის მსგავს კვარტალში ჰქონდეთ ბინა, ბევრმა საცხოვრებელი მიატოვა. ასეთია ჩინეთის პოლიტიკა. აქამდე ალბათ გსმენიათ ჩინეთის ქალაქ Ordos შესახებ, რომელიც მოჩვენებათა ქალაქების სიაში შევიდა და არც იქ ცხოვრობს ხალხი. თუმცა ამჟამად 100, 000 შენობაა აშენებული და სრულიად ცარიელია ყველა ამ მომენტისთვის. (საოცრად უცნაურია)

image





11. ყველაზე გრძელი ქუჩა.

ყველაზე გრძელი ქუცა Yonge Street-ი აკავშირებს ერთმანეთთან ონტარიოში ტბა Toronto-სა და ტბა Simcoe-ს. ქუჩის მშენებლობას ეროვნული ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. სიგრძით 1896 კილომეტრია და მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში.

image




12. მრავალეთნიკური New York-ი.

მრავალეთნიკურია New York-ი, ვინაიდან იქ უფრო მეტი იტალიელია, ვიდრე რომში; მეტი ირლანდიელია, ვიდრე დუბლინში; მეტი ებრაელია, ვიდრე თელ-ავივში. New York-ის სივრცე ნებისმიერ დროსა და მომენტში განურჩევლად ყველას იტევს თავისი ერისა და წარმომავლობის ცოდნის გარეშე.

image

4
640
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
640
  
2014, 16 ოქტომბერი, 12:24
საინტერესოა, ისე ისლანდია გეიზერებითაა ცნობილი.
2014, 16 ოქტომბერი, 11:39
:))
2014, 16 ოქტომბერი, 11:24
გაიხარე ინ :*
2014, 16 ოქტომბერი, 11:22
კარგია მაკუშ
0 1 4