შოუბიზნესი ვასო ფხაკაძე მამა გახდება 2014, 15 ოქტომბერი, 12:45 "კომედი შოუ"-ს მსახიობი ვასო ფხაკაძე მალე გოგოს მამა გახდება. მისი მეუღლე მოდელი ლიკუნა მეტრეველი 21 კვირის ფეხმძიმეა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და ახალი სიცოცხლის მოლოდინში არიან. მართალია ვასოს ბიჭი უნდოდა, მაგრამ ბედს შეეგუა.სამაგიეროდ ბავშბვის სქესმა მომავალი დედა ყველაზე მეტად გაახარა. ვასო ცოლის მიმართ ძალიან ყურადღებიანია ამბობს ლიკუნა ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას. 79 1-ს მოსწონს
|