x
SETANTA სპორტის HD არხების მიღება სატელიტური კომპანია SES-ის ASTRA თანამგზავრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი

სატელიტურმა კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) განაცხადა, რომ საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი Setanta Sports-ი თავისი ორი არხის მაღალი გარჩევადობის (HD) სიგნალს 13 ქვეყანას SES-ის თანამგზავრის გამოყენებით მიაწვდის. კერძოდ, ეს ქვეყნებია: საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. სპორტული არხების მაუწყებლობა გლობალური სატელიტური კომპანია SES-ის ASTRA 5B თანამგზავრის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც განთავსებულია აღმოსავლეთის 31.5 გრადუსის ორბიტალურ პოზიციაზე.
წარმოდგენილი სპორტული მაუწყებელი ექსკლუზიურად გააშუქებს La Liga, Serie A, Ligue 1, ევროპის და მსოფლიო თასების შესარჩევ მატჩებს, საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებს, Capital One Cup, NHL, UFC, Formula 1, საფრანგეთის საუკეთესო სარაგბო თოთხმეტეულის თამაშებსა და კრივის მსოფლიო ჩემპიონატის სპორტულ ღონისძიებებს ორი ძირითადი არხის (Setanta Sports და Setanta Sports+) მეშვეობით.
აღნიშნული არხების (Setanta Sports და Setanta Sports+) მიღება ძირითადი საკაბელო ტელევიზიების, DTH და IPTV პლატფორმების მეშვეობით რეგიონში უკვე შესაძლებელია, თუმცა, ამას ემატება უმაღლესი ხარისხის სიგნალის კიდევ ერთი საშუალება - სატელიტური სიგნალი.
"ჩვენი მიზანია, რომ Setanta Sports-ის უმაღლესი ხარისხის არხების საშუალებით მაყურებელი სრულად ვაქციოთ სპორტული ღონისძიების მონაწილედ, " - განაცხადა Setanta Sports ევრაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დაიერ მაკქაფლიმ. "სატელიტური კომპანია SES-ის უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სატელევიზიო მაუწყებლობის უმაღლეს ხარისხს და ფართო ხელმისაწვდომობას. ეს ყველაფერი კი ორმხრივად ხანგრძლივი თანამშრომლობის მაუწყებელია."
“Setanta-ს ამბიციას წარმოადგენს, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაზარდოს მაყურებელთა რაოდენობა და აღნიშნული რეგიონის ენთუზიასტებს მიაწოდოს სპორტული შეჯიბრებების ამაღელვებელი მომენტები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ თანამშრომლობისთვის სწორედ კომპანია SES აირჩიეს ", - განაცხადა SES-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, ნორბერტ ჰოლცმა.
Page 2/2 ახლახან გაშვებული, აღმოსავლეთის 31, 5 გრადუს პოზიციაზე განთავსებული ASTRA 5B თანამგზავრი მაუწყებლობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილზე (მათ შორის, საქართველოში), აგრეთვე, რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე. თანამგზავრული მაუწყებლობა იდეალურია პირდაპირ სახლში (DTH), პირდაპირ კაბელური (DTC) და სახმელეთო სატელევიზიო კავშირების კვებისთვის.

imageეწვიეთ: www.ses.com

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0