x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
რუნი მარა - გოგონა დრაკონის ტატუთი
image


რუნი მარა ეს სახელი სულ ცოტა ხნის წინ გახდა კინოს სამყაროში ცნობილი. მას შემდეგ რაც რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა 26 წლის მსახიობი, რომელიც მხოლოდ სერიალებსა და საშინელებათა ფილებში

თამაშობდა ცნობილ და პროფესიონალ მსახიობებს - ნატალი პორტმანსა და სკარლეტ იოჰანსონს ამჯობინა და ფილმში ''გოგონა დრაკონის ტატუთი'' მთავარი პერსონაჟის ელისაბეტ სანდლერის როლი მიანდო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუნიმ დევიდის ნდობა გაამართლა და მართლაც გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ძნელი დასაჯერებელია უყურო ფილმს და არ მოგხიბლოს უცნობმა, უცნაურმა ჰაკერმა გოგონამ - მძიმე წარსულით, ტატუებითა და პირსინგებით მორთულმა ელისაბეტმა. იგი ჭკვიანი, გამბედავი და სექსუალურია, თანაც ბისექსუალი. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ყველა ალაპარაკდა იდუმალებით მოცულ პერსონაჟსა თუ მის შემსრულებელზე. რუნის თქმით კი მათ შორის მართლაც არის მსგავსება. თუმცა ფილმის მოგებასა და პოპულარობას მისთვის მილიონები არ მოუტანია, რუნიმ უფასოდ გაუწია დენიელ კრეიგს პარტნიორობა, თუმცა ეს როლი მისთვის საინტერესო და სასურველი იყო და ნამდვილად არ ნანობს. თანაც ახლა ხომ უკვე უამრავ მილიონიან შემოთავაზებას მიიღებს სხვა რეჟისორებისაგან.

გარდა უფასოდ მუშაობისა რუნის მსხვერპლად თავისი სხეულის გაღებაც მოუწია. რამდენიმე ახალი ნახვრეტი და ტატუები. ფილმისთვის მსახიობი იმდენად გარდაისახა გარეგნულად, რომ მისი ძველი ფოტოები რომ ნახოთ ნამდვილად გაგიჭირდებათ მისი გამოცნობა. სამაგიეროდ დევიდ ფინჩერი მის გვერდით იყო პირსინგების გაკეთების დროს და ცდილობდა თანაგრძნობით შეემსუბუქებინა ტკივილები მისი ახალი აღმოჩენისათვის.


მიუხედავად იმისა, რომ გლამურული ცხოვრება რუნის დიდად არ იტაცებს იგი კმაყოფილი და ბედნიერია თავისი წარმატებით, ახლა უკვე უბრალო სერიალებში კი არა ცნობილი რეჟისორების ფილმებში სათამაშოდ აქვს შემოთავაზებები და თავად აღარ უწევს კასტინგებზე როლისთვის ბრძოლა. ამჟამად კი მსახიობი ახალ ფილმზე - ''უკანონო'' მუშაობს, ტერეს მალიგას რეჟისორობით სადაც პარტნიორობას სიმპატიურ რაიან გოსლინგს გაუწევს.

წარმატებას ვუსურვებ რუნი მარას, იმედია კიდევ ერთ საინტერესო და იდუმალ პიროვნებას წარმოგვიდგენს.

ესეც მისი ფოტოები ფილმიდან და რეალობაში.

imageimage




















image

2
404
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
404
  
2012, 6 აგვისტო, 21:01
ხო რა ბიუსტიაა
2012, 15 მაისი, 23:26
დაიმახინჯა თავი ამ უბედურმა.
0 1 2