ვარსკვლავები თბილისელი გოგონა ვიქტორია პლეშაკოვა, რომელმაც ამერიკულ მოდის სამყაროში დიდ წარმატებებს მიაღწია 2014, 11 ოქტომბერი, 11:52 მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების", მე-5 სეზონის ერთ-ერთი კონკურსანტი, ულამაზესი მოდელი ვიქტორია პლეშაკოვა ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ამ სატელევიზიო შოუში პლეშაკოვას მეწყვილე მოცეკვავე რამაზ ლაზარიშვილია. ვიქტორია პლეშაკოვა დაიბადა თბილისში, 1984 წლის 24 ივლისს. 14 წლის ასაკში ვიქტორია აღმოაჩინა დიზაინერმა, რომელმაც იგი სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. საიდანაც უკვე დაიწყო მისი კარიერული წინსვლა სამოდელო სფეროში. 1999 წელს ვიქტორიამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში "მის თბილისი", სადაც იგი "მის მომავალი მოდელის" ტიტულის მფლობელი გახდა. 2005 წელს მან მოაწერა ხელი კონტრაქტს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელიტარულ სამოდელო სააგენტოსთან. დღეს-დღეობით ვიქტორია ერთ-ერთი პოპულარული მოდელია, რომლის სახესაც ხშირად ნახავთ მოდური ჟურნალების ყრდებზე და ცნობილი ბრენდების რეკლამებში. ვიქტორია პლეშაკოვას ფოტოები ამშვენებს ისეთ პოპულარულ ჟურნალებს, როგორებიცაა "მეტროპოლიტენი", "GQ", "ვოგის" და სხვა. ასევე იგი სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სახეც არის, მაგალაითად "ეივონის", რეკლამას უკეთებდა ასევე ისეთი ცნობილი ბრენდის პროდუქციას, როგორიც არის "შანელი" და "პანტინი". მას ყავს ქართველი მეუღლე, ზურა ალავიძე. შვილის გაჩენას ჯერჯერობით არ გეგმავს. წარმატებები ვუსურვოთ ვიქტორიას "ცეკვავენ ვარსკვლავებში"! ახლა კი გთავაზობთ მის პირად ფოტოებს: 662 4-ს მოსწონს
|