x
მეტი
  • 29.07.2024
  • სტატია:136237
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510486
უკბილო ვეშაპები

image ვეშაპები ზღვის თბილსისხლიანი ძუძუმწოვრები არიან. მათი წინაპრები ოდესღაც მიწაზე ბინადრობდნენ. ვეშაპები ორ ქვერიგად იყოფიან: კბილიანი ვეშაპები, რომლებსაც დელფინიც მიეკუთვნება და უკბილო ვეშაპები.
ყველა ვეშაპი სწრაფად დაცურავს და ყვინთავს, სხეუკუს ფორმით ისინი თევზებს ჰგვანან, ხოლო კუდის ფარფლები ჰორიზონტალურად აქვთ განლაგებული და არა ვერტიკალურად, როგორც თევზებს. ისინი თევზებს არ განეკუთვნებიან, ვეშაპები ზღვის ნადირნი არიან. მიწაზე მობინადრე ძუძუმწოვრების მსგავსად, ფილტვებით სუნთქავენ. მათ სხეულის მუდმივი ტემპერატუა აქვთ, ცოცხალ ნაშიერებს შობენ და რძით კვებავენ.
უკბილო, ანუ ულვაშებიანი ვეშაპი დიდი ზომის ცხოველია. ლურჯი ვეშაპი საშუალოდ სიგრძეში 26 მეტრს აღწევს, ხოლო წონაში - 150 ტონას. მაგრამ, ამ შემთხვევაში, დიდი წონა გამართლებულია: წყლის ტემპერატურა ხშირად ვეშაპის სისხლის ტემპერატურაზე გაცილებით ნაკლებია. ამგვარად, სხვა ზღვის ბინადართა მსგავსად, ვეშაპებსაც ემუქრებათ სხეულის ტემპერატურის დაცემა და შემდგომ - დაღუპვა.
მინკეს ვეშაპი ყველაზე პატარაა უკბილო ვეშაპებს შორის. იგი ღამით ნადირობს.მისი მაკეობა 10 თვეს გრძელდება., რის შემდეგაც შობს 3 მეტრის სიგრძლის ნაშიერს. პატარა 5 თვის განმავლობაში იკვებება დედის რძით.
მიუხედავად იმისა, რომ უკბილო ვეშაპი უზარმაზარი ზომისაა, ზომიერად იკვებება. მისი სხეული ისეა აგებული, რომ სითბოს შესანარჩუნებლად ნაკლებ საკვებს მოითხოვს. ვეშაპი იკვებება პლანქტონით. ოკეანეში მცხოვრები ეს უმცირესი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები საუკეთესო საკვებია წყლის ძუძუმწოვრებისთვის. თუმცა პლანქტონის უმცირესი ზომა აძნელებს სასურველი რაოდენობით მის დაგროვებას, და ვეშაპს დიდი დრო სჭირდება სანადიროდ.
გრენლანდიურ ვეშაპებს აქვთ დიდი ულვაშები, რომლებიც საშუალებას აძლევენ წყალთან ოდნავი შეხებით დაიჭირონ საკვები. ლურჯი ვეშაპები, ფინვალები და სეივალები კი პირიქით - საკვების მოპოვებისას დიდი რაოდენობით წყალს შთანთქავენ.

9
754
4-ს მოსწონს
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
754
  
2012, 1 აგვისტო, 11:49
ვეშაპები კარგები არიან
2012, 26 ივნისი, 0:08
კიიი
2012, 26 ივნისი, 0:02
:D:D ჩამეთვალა როგორც ყოველთვის ტი შტოო :D:D
2012, 26 ივნისი, 0:00
ვაიმე რამდენი პლიუს წერ გოგო რა იყო ბოდიშის მოხდა ხოა რ დავიწყო ამდლობის მაგივრად სიახლეები რომ დავდე ბოდიში :D:D
2012, 19 მაისი, 23:02
:D არც მეე
2012, 16 მაისი, 9:42
მე არ მჯერა იმიტომ რომ აქ ვეშაპის უკბილობა არ ჩანს
0 1 9