x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საოცრად წარმოუდგენელი, გიგანტური კრისტალების გამოქვაბული
ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც, დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ. კერძოდ კი, დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროთ იმ საოცარი გამოქვაბულის შესახებ, სადაც წარმოუდგენლად დიდი ზომის ბროლის კრისტალებს შევხვდებით.


image




ეს საოცარი, წარმოუდგენლად დიდი ზომის კრისტალები აღმოჩენილი იქნა მექსიკის ქალაქ Naik-ის (Chihuahua-ს შტატი) ერთ-ერთი მაღაროს 300-ზე მეტი მეტრის სიღრმეში. მღვიმის სიღრმეში ასევე იქნა ნაპოვნი სელენური კრისტალი, რომლები იშვიათად და ოდესღაც იქნა აღმოჩენილი ჩვენს პლანეტაზე. ნაპოვნი კრისტალებიდან ყველაზე დიდი სიგრძით იყო 11 მეტრი, სიგანით 4 დიამეტრი და იწონიდა 55 ტონამდე. გამოქვაბულის შესწავლა არის ძალიან რთული, ვინაიდან ტენიანობა 90-99%-ია, ტემპერატურა კი 65° C, ამიტომ ექსტრემალურ სიტუაციაში ხდება აქ ყოფნა და ისიც სპეციალური დამცავი სარჩლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიმატს ადამიანი 10 წუთზე მეტს ვერ უძლებს. ამიტომ მღვიმის გამოსაკვლევად სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი ჩავიდა.

imageimageimage




ნესტიანი და მძიმე კანიონები, ასევე ჩამუქებული და სახიფათო გარემო სულაც არ წარმოადგენს ფოტოგრაფიისთვის ხელსაყრელ პირობებს, თუმცა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა Matthew Rader-მა მოახერხა არსენალი ხრიკებითა და ტექნიკით, სპეციალურად ამ ექსპედიციისთვის გადაეღო კადრები და მიეღო რაც შეიძლება ნათელი, შთამბეჭდავი და საინტერესო სურათები.

imageimageimageimage


დღესდღეობით მღვიმეში შესვლა აკრძალულია და მხოლოდ მეცნიერებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა რამდენჯერმე იქნა შესასვლელი გატეხილი მინერალებზე მონადირეების მიერ. ერთ-ერთმა მძარცველმა თავიც კი გაწირა, როდესაც სურდა ბროლის კრისტალი ჩამოეტეხა ზემოდან, ის მოწყდა და უიღბლო ყაჩაღი ადგილზე გასრისა.


კრისტალების წარმოქმნის მიზეზი კი 500 ათასზე მეტი წლის მანძილზე აქ ჩამოღვრილი წყალია, რომელიც გაჟღენთილი იყო მინერალებით და ძირითადად კი თიხით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტემპერატურა 50° C არ ჩამოცდენია, კრისტალების ასეთი ზრდაც სწორედ ამან განაპირობა.


image



გიგანტური ბროლის კრისტალები მღვიმეში აღმოაჩინეს 2000 წლის აპრილში, როდესაც სამთო კომპანიის Industrias Pe-ს მაღაროელებმა Oles Eloem-მა და Javier Delgado-მ ააფეთქეს სადრენაჟო გვირაბი ოქროს, ტყვიისა და თუთიის მოსაპოვებლად 330 მეტრის სიღრმეზე. აფეთქების შედეგად ჩამოყალიბდა პატარა ხვრელი, რომლის 10-20 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა საოცარი ოთახი. ამის დამნახველი მექსიკელები მთელი წუთის განმავლობაში ხმა ამოუღებლად იდგნენ შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი, თითქოს მათ თვალწინ გადაიშალა სურათი ოთახისა, სადაც უზარმაზარი სარკე ჩაამტვრიეს და ნამსხვრევები მიმოფანტული იყო ირგვლივ, რომლის ნატეხებსაც ანთებული ფანარი თვალისმომჭრელად ირეკლავდა. ერთი თვის შემდეგ კი იპოვეს კიდევ ერთი, სამგანზომილებიანი მღვიმე.

image




გიგანტური კრისტალების მღვიმის შესანარჩუნებლად, რომელსაც ტემპერატურის მატების გამო გადაშენება ელის, სამთო კომპანია Industrias Pe გეგმავს აღჭურვოს კონდინცირების სისტემით, რაც შემდეგ ხელმისაწვდომი და ნახვადი იქნება ტურისტებისთვის. უახლოეს მომავალში იგეგმება, რომ მღვიმიდან გამოყოფილი ოროთახიანი აპარტამენტი, სადაც ტემპერატურა 40-60° C იქნება და 400 მეტრის სიღრმეში, გახდეს მნახველისთვის ხელმისაწვდომი.


ასე, რომ ვინ იცის, იქნებ ძალიან მალე, რომელიმე თქვენგანმა იმოგზაუროს ამ მღვიმეში გიგანტური, ბროლის კრისტალების სანახავად არა ვირტუალურდ, არამედ რეალობაში.



imageimageimage


7
183
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
183
  
2014, 9 ოქტომბერი, 21:32
გაიხარე მეგობარო ;)
2014, 9 ოქტომბერი, 21:18
ზალზე საინტერესო სტატიაა-"რესპექტი".
2014, 9 ოქტომბერი, 12:04
რა სილამაზეა
2014, 9 ოქტომბერი, 11:34
:*:*
2014, 9 ოქტომბერი, 11:34
დაგიფაროს ღმერთმა:)
2014, 9 ოქტომბერი, 11:32
ვერც ზაფხულში გავრისკავდი, მე ისეთი ბედი მაქვს, ზუსტად ჩემი გავლის დროს მოწყდება რომელიმე კრისტალი... :D:D
2014, 9 ოქტომბერი, 11:30
ზაფხულში სიამოვნებით ვნახავდი ასეთ ადგილს..ახლა კი ბრრრრ... გამაჟრიალა:D
0 1 7