შოუბიზნესი ნუკი კოშკელიშვილს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა 2014, 7 ოქტომბერი, 20:52 ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ მოდელსა და ტელეწამყვანს, ნუკი კოშკელიშვილს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფოტოები ნუკიმ სოციალურ ქსელში ატვირთა. ტელეწამყვანი შოუბიზნესის წარმომადგენელთა იმ რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც მსგავს ფოტოებს პროვოკაციის მიზნით იღებენ. როგორც ირკვევა ნუკიმ ოპერაცია მართლაც გაიკეთა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ნუკიმ ზაფხულში ფეხიც მოიტეხა, რის გამოც მისმა ზაფხულმა გეგმების შესაბამისად ვერ ჩაიარა. ახალი სატელევიზიო სეზონი აქტიურად დაიწყო. ტელეწამყვანი "კომედი არხზე" მუშაობს, ახლა კი 'მარაო რუსთავი 2''-ზე თიკა ფაცაციასთან ერთად წაიყვანს გადაცემას.
ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. იგი შესანიშნავად ხატავს და ბევრი სხვა ჰობიც აქვს. წყვილი ყვითელ პრესასა და სხვა გადაცემებსაც ანებივრებდა ინტერვიუებით. ბენმა ერთ თვეზე მეტი საქართველოში გაატარა. ნუკის მშობლები გაიცნო და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. ტელეწამყვანმა ბოლო ინტერვიუებში აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო. ნუკი ირწმუნება, რომ ამერიკელ შეყვარებულს არ დაშორებია, უბრალოდ ეს წელი ჩემს კარიერას ეკუთვნისო.
ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და გამოჯანმრთელება. 828 3-ს მოსწონს
|