შოუბიზნესი ჯეიმს კამერონმა მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილას ჩაყვინთა 2012, 27 მარტი, 13:22 კანადელი რეჟისორი წყალქვეშა მოგზაურობამდე მეცნიერებთან, მეზღვაურებთან, ინჟინრებთან რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა კონსულტაციას. 11 კილომეტრის სიღრმეზე მან სიცოცხლის ახალი ფორმები აღმოაჩინა. კამერონი 70 წუთში დაბრუნდა ტურიდან. მისი თქმით, მას შიში და ნერვიულობა არ უგრძნია და "წყალქვეშ უნდა ირწმუნო, რომ ინჟინრებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს". კამერონმა სულ 72-ჯერ ჩაყვინთა. აქედან 33-ჯერ - ტიტანიკის ჩაძირვის ადგილას, მანამდე, სანამ 1997 წელს "ტიტანიკს" გადაიღებდა. 9 შეფასება არ არის
|