შოუბიზნესი მამულიჩა ლელას სიყვარულს საჯაროდ უხსნის: "ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვართ" 2014, 5 ოქტომბერი, 22:50 ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა ერთ-ერთი ცნობადი და მეგობრული წყვილა ქართულ შოუბიზნესში. უკვე წლებია ერთად არიან და თავსაც შესანიშნავად გრძნობენ. ცნობილები ხომ ხანგრძლივი და ასეთი მყარი ურთიერთობით იშვიათად დაიკვეხნიან. კონფლიქტებში არასდროს ეხვევიან და თითქმის ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
"ძალიან მიყვარხალ ლელ... ჩემი უერთგულესი და სანდო მეგობარი ხარ. ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვართ და ვამაყობ შენით"-წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
მამულიჩა სოციალურ ქსელში მეუღლისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას არ ერიდება. "ფეისბუქის" საკუთარი გვერდი კი სავსე აქვს ლელას სურათებით.
წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიკო. გოგონა 11 წლისაა, კარგად მღერის მაგრამ ლელა ცდილობს ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს, მირჩევნია კარგად ისწავლოს, სიმღერას კი ყოველთვის შეძლებსო. მომღერალი მკაცრი დედა არ გახლავთ, მაგრამ ცდილობს ქალიშვილს ბავშვობა არ დაუკარგოს და ზედმეტად არ გაათამამოს.
მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ნიკოლოზი. ის მამისაგან შორს, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის. "ლელას და ნიკოლოზს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ხანდახან ისეთ თემებზე ლაპარაკობენ, რომ არც კი მეუბნებიან. ლელას ნიკოლოზი ძალიან უყვარს"-გვიამბობს კახა მამულაშვილი. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 170 4-ს მოსწონს 1-ს არა
|