x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი ანრი ჯოხაძის ცხელ-ცხელ სიზმრებზე პირველ კომენტარს აკეთებს
image

სკანდალური და ეპატაჟური მომღერალი ანრი ჯოხაძე მუდამ ყურადღების ცენტრშია. სულ ცოტა ხნის წინ ის გადაცემა "პროფილის" სტუმარი გახლდათ. ბლიც ინტერვიუს დროს ანრიმ აღნიშნა, რომ ზოგჯერ ინტიმურ სიზმრებს ხედავს. ეს ყველაფერი როდია, მომღერალმა ისიც აღიარა, რომ სიზმარში სექსი ალა პუგაჩოვასთან, მადონასთან და ნინი ბადურაშვილთანაც კი ჰქონია. ნინისა და ანრის საერთო ფოტოებს ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელში. ცალსახაა, ამ ორ მომღერალს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, რომ ანრის სკანდალური განცხადება ნინის გაანაწყენებდა. ფაქტი კი ერთია ქართულმა შოუბიზნესმა ანრის განცხადება ხუმრობად მიიღო.

image

როგორც დავით იმედაშვილთან მიმოწერაში ჯოხაძე აღნიშნავს, ეს ყველაფერი წამოსცდა. პირველი კომენტარი გააკეთა ნინი ბადურაშვილმაც. "და კარგი იყო მაინც?"-წერს ნინი სოციალურ ქსელში. "კარგი იყო თუ ძალიან კარგი"-დაინტერესდა ნინა წკრიალაშვილი. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ანრის პასუხმაც არ დააყოვნა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნური იყო. როდესაც ქართული შოუბიზნესის სახეები ამ ყველაფერზე ხალისობდნენ, უბრალო მოკვდავნი ძალიან გაღიზიანდნენ. ყველაზე დიდი აგრესია ნინის კომენტარმა გამოიწვია. "ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ ქართველებო, იქნებ სიტყვა სირცხვილიც ამოგეღოთ ლექსიკონიდან", "ნუთუ შეიძლება ყველაფერზე ასე ხმამაღლა ლაპარაკი და თავის იმით მართლება, რომ 21-ე საუკუნეა" -წერენ სოციალურ ქსელში.


imageimage

0
700
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0