x
image
beko777
Mediator image
1992 წლის 2 ოქტომბერს, ასე დაეცა გაგრა ( + ფოტო-არქივი)
image1992 წლის 14 აგვისტოს, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ოხურეიში დაიწყო აფხაზეთის ომი. აფხაზეთის “სამხედრო დამარცხება” ფაქტობრივად ომის დაწყებიდან თვენახევარში, 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემით დაიწყო.


აფხაზეთის ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის ერთადერთი რეალური ძალა, რომელიც გაგრაში სიტუაციის გამკონტროლებელი და აფხაზთა გარკვეულ დაჯგუფებებსა და ქართველებს შორის ხელოვნულად წარმოქმნილი კონფლიქტების გამნეიტრალებელი იყო, გაგრის “მხედრიონი” გახლდათ. მასში სუსტად შეიარაღებული 70-მდე ბიჭი ერთიანდებოდა. გაგრაში “მხედრიონის” შექმნის აუცილებლობა აფხაზ სეპარატისტა დაჯგუფებების შექმნამ მოიტანა. გაგრის ქართველ მოსახლეობას “მხედრიონის” სახით დამცავი ძალა გამოუჩდა. “მხედრიონს’’ ევალებოდა გაგრის მშვიდობიანი ცხოვრებისთვის ხელი არავის შეეშალა. შტაბბინა “მხედრიონმა’’ სანატორიუმ “თბილისში ‘’ დაიდო.

imageომის დაწყებამდე აფხაზებმა გაგრაში “მხედრიონის” საწინააღმდეგო შეიარაღებული აქვია მოაწყეს. გაგრის ცენტრალურ გასასვლელში პიკეტი დააყენეს, რითაც ფაქტობრივად ქალაქი ჩაკეტეს, “მხედრიონი” ალყაში მოაქციეს და ულტიმატუმი წაუყენეს: დაეტოვებინათ ქალაქი! უარის შემთხვევაში სისხლის ღვრით იმუქრებოდნენ. “მხედრიონლებმა’’ გაანალიზეს შექმნილი სიტუაცია და უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან გონივრული გადაწყეტილება მიიღეს: დატოვეს სანატორიუმი “თბილისი” და დაიშალნენ. თუმცა, ეს დაშლა ფიქტიური იყო, გაგრის “მხედრიონი” ქალაქში სიტუაციის გაკონტროლებას მალულად აგრძელებდა, 1992 წლის 14 აგვისტომდე, ქართული სამხედრო შენაერთების აფხაზეთში შესვლამდე, რისი მიზანიც რკინიგზის გაკონტრილება იყო, შემდეგ მას აფხაზეთის ომი მოყვა. გაგრაში იბრძოდნენ“ავაზის’’ და “თეთრი არწივის’’ წევრები, 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონები. კვანტალიანის მეთაურობით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბიჭები.


image1992 წლის 1 ოქტომბერს ბრძოლა გაგრის ასაღებად დილიდანვე დაიწყო. აფხაზმა სეპარატისტებმა შეტევა გუდაუთის მხრიდან, სოფელ კოლხიდაზე დაიწყეს და აიღეს კიდეც. 2 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყო შეტევა გაგრაზე. თავდასხმები აბსოლუტურად ყველა მხრიდან მიმდინარეობდა. გაგრის სამხედრო მეთაური - მიხეილ მარინაშვილი დაუკავშირდა თბილისს და შეატყობინა საგანგაშო სიტუაცის თაობაზე. მან მოწინააღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად ვერტმფრენი და ავიაცია მოითხოვა, თბილისიდან მორიგი ტრადიციული ფრაზა გაისმა : “როგორმე გამაგრდით”. ამ დროისათვის გაგრაში მოწინააღმდეგის ძირითადი, დამრტყმელი ძალა ქალაქის ცენტრში გამავალი ერთადერთი გზით შევიდა. მოგვიანებით გამოძიებამ დადგინა, რომ გაგრაში შესული მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა დაყოფილი იყო ჯგუფებად, რომელსაც რუსი სამხედროები მეთაურობდნენ. აფხაზი სეპარატისტები 2 ოქტომბერს გაგრაში ადვილად შევიდნენ. ქალაქში ბრძოლა გაჩაღდა. იმის გამო რომ ქართველი სამხედრო შენაერთები ერთმანეთისაგან მოწყვეტილნი აღმოჩდნენ, ვერ მოხერხდა მათი ძალების და ტექნიკის კონცეტრირება, პოზიციების დაკავება. გარდა ამისა, არ იყო საკმარისი ტყვია-წამალი, ტექნიკის ნაწილი უკვე აღებული კოლხიდის სამხედრო შტაბში დარჩა, ნაწილი უვარგისი აღმოჩნდა.



image2 ოქტომბერს, გაგრაში შემოსულმა მოწინააღმდეგემ პირველი საათისათვის გაგრის ცენტრს მიაღწია. მცირე ხნით მოხერხდა მტრის შეჩერება, რამაც ქალაქში დარჩენილ ქართველ მოსახლეობას საშუალება მისცა მოესწროთ სახლ -კარის დატოვება, თავი განდიათ -ლესელიძეს შეაფარეს.
2 ოქტომბერს მაშინ, როდესაც ფაქტიურად გაგრის აღებას აღარაფერი აკლდა, თბილისიდან ახალი ბრძანება მოვიდა, დატოვეთ ქალაქი გამაგრდით გასასვლელთან, ამ დროისთვის გაგრა თითქმის დაცლილი იყო. მიტოვებული ქალაქის შენარჩუნების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ქართველები ძირითადად მოძველებული, გაუმართავი ტექნიკით ებრძოდნენ უახლესი ტექნიკით შეიარაღებულ აფხაზ სეპარატისტებს. გაგრის დაცემისთვის ყველანაირი წინა პირობა იყო შექმნილი. ქართველმა მებრძოლებმა გამოძიებას დაუდასტურეს, რომ გაგრაში გაგზავნილი საბრძოლო მასალების ყუთებში ტყვია - წამლის მაგივრად კონსერვის ყუთები აღმოაჩინეს.


1992 წლის 2 ოქტომბერს, დაუცველი გაგრის ჩაბარებას, დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი მოჰყვა. გამოძიების მოკვლეული მასალებით, გაგრაში ორ-სამ დღეში 700-მდე ქართველი დახვრიტეს.


imageimageimageimageimageimageimageimage







0
672
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0