ჰესე ინტელექტუალურ მწერალთა რიგს განეკუთვნება; მის თხზულებებში ვხვდებით სრულიად განსხვავებული აზრობრივი სფეროდან გამომდინარე იდეებს. ჰესემ რთული შემოქმედებითი ევოლუცია განვლო. ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია თხრობის ინტელექტუალიზაცია, ესეიზმი, სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, აიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს „მაგიურს“.
ახლა წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესეს ყველაზე ცნობილ გამონათქვამებს.
იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა.
ყოველი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მტკიცება - ჭეშმარიტებაა.
თუკი ერთი ლუკმა საჭმელიც კი არ გაქვს, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, რომ მარხვა დაიწყო.
ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას.
სხვებში ის გვეზიზღება, რაც ამავდროულად ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.
სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია.
ფრინველი კვერცხიდან გამოჩეკას ცდილობს. კვერცხი სამყაროა. ვისაც უნდა, რომ იშვას, სამყარო უნდა დაანგრიოს.
ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ჯერ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ხოლმე ეს ცხოვრება ასე საოცრად წარმტაცი.
გიჟთან ურთიერთობისას საუკეთესო გამოსავალი საღად მოაზროვნე ადამიანის როლის თამაშია.
ბედნიერება ტალანტია და არა რაიმე ხელშესახები საგანი.
ალბათ ჩემნაირ ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული. სწორედ ესაა რიგითი ხალხის საიდუმლო - ისინი სიყვარულის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
სტატიის წყარო: Wikipedia.org