სიახლეები ავტომობილი - საოცრება Ferrari 512S Modulo 2014, 2 ოქტომბერი, 22:05 რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების ცნობილმა კოლექციონერმა ჯეიმს გლიკენჰაუსმა თავის ავტოსადგომს შემატა გასაოცარი კონცეპტი - Ferrari 512S Modulo, რომელიც გამოშვებული იყო ცნობილი კომპანიის Pininfarina-ს მიერ. მოდით, ერთად გავიხსენოთ ამ უნიკალური ავტომობილის შექმნასთან დაკავშირებული რამოდენიმე ფაქტი.
![]() ბევრი ავტომოყვარული თვლის, რომ Ferrari -ის ლოგოტიპიან მანქანებს შორის ყველაზე უცნაური და უნიკალური იყო 1980 წელს გამოშვებული ოთხკარიანი სპორტული ავტომობილი Pinin. თუმცა ეს ტიტული უფრო სამართლიანად Pininfarina-ს ეკუთვნის, რომელიც 1970 წელს იქნა წარმოდგენილი ჟენევის ავტოგამოფენაზე. ავტომობილს უცნაური მოყვანილობის ძარა და უნიკალური თაღოვანი ბორბლები ჰქონდა. ![]() ![]() გლიკენჰაუსის ავტომობილების კოლექცია მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. აქ მოიძებნება Ferrari-ის იშვიათი ეგზემპლარები P4/5 და P4/5 Competizione, ახლა მათ დაემატა 512S Modulo. კოლექციონერს კარგა ხანია უნდოდა ამ ავტოს შეძენა, მან მოახერხა დაერწმუნებინა Pininfarina-ს ხელმძღვანელობა დამშვიდობებოდა ამ იშვიათ ეგზემპლარს. ცხადია, რომ ლაპარაკია საკმაოდ მსხვილ თანხაზე, თუმცა ზუსტ ციფრს, თუ რა გადაიხადა გლიკენჰაუსმა ამ გასაოცარ კონცეპტში, ვერავინ ასახელებს. ![]() ![]() უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რადგან ჯეიმსს ძალიან უყვარს საკუთარი კოლექციის ავტომობილებით გასეირნება. სპორტულ მანქანას აქვს 5-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამოსცემს 550 ცხენის ძალას. მოდელის სიგრძე 4, 48 მეტრია, ხოლო სიგანე 2, 04 მეტრი. ცხადია, რომ მისი მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი შეიქმნა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 171 3-ს მოსწონს
|