x
image
K.P.
ნუკა კვალიაშვილი ახალი იმიჯითა და ცხოვრებისეული სიახლეებით
imageმომღერალი ნუკა კვალიაშვილი საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. მომღერალი პროექტის შემდეგ ეკრანებსა და ჟურნალ-გაზეთებში იშვიათად ჩანდა, მეტიც ნუკას შემოქმედებითი პაუზაც ჰქონდა. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ, რომ ნუკა ორსულად იყო.

პატარა ლუკა ულამაზესი და უსაყვარლესი ბავშვია. მშობიარობიდან ძალიან მალე მომღერალმა ფორმაში ჩადგა და იმიჯიც შეიცვალა. ნუკას არასდროს ბრეზრდება საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. ცოტა ხნის წინ პირსინგი გაიკეთა, თმა ჯერ ქერად, შემდეგ თეთრად, რამდენიმე დღის წინ კი მწვანედ შეიღება. ერთი კი უნდა ვაღიაროთ, მომღერალი ყველა იმიჯსა თუ ვარცხნილობას არაჩვეულებრივად ირგებს. საზოგადოება ნუკას კრიტიკას არ აკლლებს. მომღერლის მტკიცებით, კი მთავარი მისთვის მეუღლის, დედისა და მეგობრების აზრია.image


ნუკას შემოქმედებითი პაუზაც დასრულდა, საკუთარ ალბომზე დაიწყო მუშაობა.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა. უკვე წლებია ნუკა შეყვარებულია ნიკუშა კობახიძეზე. ურთიერთობა არ ხუნდება, მეტიც ნუკა კვლავ ყურებამდე შეყვარებულია. ცოტა ხნის წინ მან მეუღლეს ლექსიც კი დაუწერა.


"ზუსტად 2 წუთში დავწერე ლექსი. შემიფასეთ!!! ვუძღვნი ჩემს მეუღლეს ნიკუშას. მიყვარხარ!

მე მივუყვები წვიმიან ნაპირებს
ალბათ დღეს ისევ წვიმას აპირებს
მე დავაკვირდი ღრუბლების ფენებს
წვიმისგან გაყინულს, გაგითბობ ხელებს

სითბოს მოვახვევ შენს ლამაზ სახეს
მე ცას ავხედე, ის გვიგებს მახეს
დავიჩრდილებით ღრუბლის მახეში
მზერა გესროლე ლამაზ სახეში

მე გადავივლი ბაღ-მინდორ ველებს
ისევ ჩაგკიდებ ჩემს გამთბარ ხელებს
მე შენ გითხარი რომ მეყვარები
და შენს მკაცრ თვალებს არ ვემალები

კვლავ მარად დავრჩები ერთგული შენი
სამარადისოდ იყავი ჩემი"-წერს ნუკა სოციალურ ქსელში.

ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimageimageimageimage



0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0