სხვა ცასა და დედამიწას შორის (ფოტორეპორტაჟი ფესტივალიდან «Highline Meeting») 2014, 1 ოქტომბერი, 10:32 უკვე მესამე წელია ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, მონტე-პიანას მთების პლატოზე ტარდება ფესტივალი სახელწოდებით «Highline Meeting». ფესტივალს მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ სლეკლაინერები (სლეკლაინი - გაჭიმულ ბაგირზე სიარულს ნიშნავს) და ჰაილაინერები (ჰაილაინი - სლეკლაინის ნაირსახეობაა, როცა ბაგირი გაჭიმულია დედამიწის ან ზღვის ზედაპირიდან დიდ სიმაღლეზე).
![]() ![]() ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი სიმაღლის შიში არ აქვთ და პირიქით, თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად უზარმაზარ ადრენალინს ღებულობენ. ![]() ![]() ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში ღებულობენ მონაწილეობას: დადიან მთებს შორის გადაჭიმულ თოკებსა და ბაგირებზე, წვანან და ისვენებენ ჰამაკებში, რომლებიც დაკიდებულია დედამიწის ზედაპირიდან რამოდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე, დაკავებული არიან იოგათი და თქვენ წარმოიდგინეთ, უჩვეულო მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც კი უკრავენ. ![]() ![]() გთავაზობთ ამ უჩვეულო ფესტივალის მიმდინარეობის ამსახველ საინტერესო ფოტოსურათებს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 102 6-ს მოსწონს
|