ქალი ყელის კანი და მისი მოვლა 2014, 30 სექტემბერი, 0:28 ყელის კანი ბერდება უფრო ადრე, ვიდრე სახის კანი, რადგან ამ მიდამოში ცხიმის ჯირკვლები თითქმის არ არის. ზოგჯერ 30 წლის ქალს ყელი უკვე დაბერებული და განივი ნაოჭებით აქვს დაფარული. ამის მიზეზი ხშირად უყურადღებობა და კანის მოუვლელობაა. ნაოჭები ყელზე შეიძლება გამოიწვიოს მაღალ ბალიშზე ძილმა ან მაგიდასთან ძალიან დახრილმა კითხვამ და წერამ. ზოგჯერ ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს ყელზე ჩნდება მოყვითალო ან მოწითალო ბადის მაგვარი ლაქები. ასეთი ლაქები შეიძლება წარმოიშვას მზის სხივების გავლენითაც.
ყელის კანს მოუარეთ შემდეგნაირად: - ყოველ დღე გაისუფთავეთ ყელი შესაფერისი საპნით ან თქვენს მიერ მომზადებული შემდეგ მცენარეების ნაყენით: - გვირილა, ცაცხვის ყვავილი, პიტნა, არყის კვირტები, სალბი. აიღეთ რომელიმე მშრალი მცენარის ან ნაკრების 1 სუფრის კოვზი. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ და გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით. შეგიძლიათ ყელის კანისათვის ასეთი ლოსიონი დაამზადოთ: 1. 1 კვერცხის გული აურიეთ 1 ცალ ლიმონის წვენში. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და 1-2 ჭიქა ნაღები. 2. 1 კვერცხის გული აურიეთ 100 გრ. არაჟანში, დაუმატეთ 1-4 სუფრის კოვზი არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. 3. გახეხეთ ახალი კიტრი. დაუმატეთ 1-5 ნაწილი არაყი. დადგით 10 დღე გაწურეთ. ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და დილა-საღამოს ყოველ დღე გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი. კვირაში ერთხელ ყელის კანზე გაიკეთეთ თბილი და ცივი კომპრესები. ამისათვის ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ 50-60 გრადუსიან წყალში. გაწურეთ და 2 წუთით შემოიხვიეთ. შემდეგ კი ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. ცივ წყალში შეგიძლიათ დაუმატოთ. პროცედურები დაამთავრეთ ცივი კომპრესით. მაშინვე წაისვით მკვებავი კრემი. მალე იგრძნობთ ყელის კანის გაახალგაზრდავებას და გამკვირვებას. ყელის კანზე კარგად მოქმედებს საფუვრიანი ცომი, რომელსაც ყელის ზომაზე გაბრტყელებულს შემოიხვევთ 15-20 წუთით. შემდეგ შემოიხსენით და კანი გაიწმინდეთ ლიმონის წვენისა და წყლის ნაზავში დასველებული ბამბით. კარგია აგრეთვე ზეთიანი კომპრესები. ზეითუნის ან რომელიმე სხვა ზეთი გაათბეთ 40-45 გრადუსამდე. მარლის რამდენიმე ფენა დაასველეთ და შემოიხვიეთ ყელზე 20 წუთით. ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენი. თუ კომპრესების გასაკეთებლად დრო არ გაქვთ. მაშინ გაიკეთეთ მასაჟი. ამისათვის პირსახოცი შუა ნაწილში. დაასველეთ მარილიანი წყლით და ამოძრავეთ ყელზე აქეთ-იქით. თუ ამ პროცედურებს ხშირად გაიკეთებთ. მალე იგრძნობთ ყელის კანის გამკვრივებას. ყელის კანზე პიგმენტური ლაქები მოგშორდებათ, თუ რამდენიმე ფენა ბინტს დაასველებთ 30%-იან პერეკისში და დაიფენთ 5 წუთით ლაქებიან უბანში. შემდეგ კი წაისვით მკვებავი კრემი ან თბილი ზეთი. ასეთი პროცედურა გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ. გახსოვდეთ, ყელის კანს განსაკუთრებით მოუარეთ, რომ არ გასცეს თქვენი ასაკი. 343 1-ს მოსწონს
|