x
image
Diva
შ.პ.ს ,,წარმატების აკადემია''- დასაქმებასთან დაკავშირებული მაქინაციები.
საკმაოდ მიმზიდველი განცხადებები დასაქმების თაობასთან დაკავშირებით, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს რეალურ სამსახურს ხან პიარ მენეჯერის თანამდებობაზე, ხან უბრალოდ დამხმარე მდივნად, თანაც 500 ლარად, გრაფიკი კი თავისუფალი და რაც მთავარია არანაირი მოთხოვნები: არც უმაღლესი, არც გამოცდილება.

image









რა თქმა უნდა ეჭვი შემეპარა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ და ინტერესმა მიმიზიდა “წარმატების აკადემიისაკენ''. დავრეკე განცხადებაში მითითებულ ნომერზე, სადაც ძალიან დიდი სიამოვნებით დამიბარა ქალბატონმა თამუნამ (მიქაბერიძე, როგორც გავიგე) შემდგომ დღეს 1 საათზე.

ძმები კიკნაძეების 20 ნომერში მისულს დამხვდა იტალიურ ეზოში შესასვლელ კარზე გაკრული წარწერა “ოფისი''. შევედი ეზოში და დავაკაკუნე კარზე, სადაც ისევ ის წარწერა იყო. კარი ძალიან გადაღლილმა და გამოფიტულმა არსებამ გამიღო და გამომკითხა თუ ვის დავურეკე და ვინ დამიბარა.ჩემს გარდა მოსაცდელში დაახლოებით 4-5 ახალგაზრდა იყო. უსიცოცხლო არსებამ, რაღაც პატარა ფურცელი მომცა, სადაც აღმოვაჩინე, რომ კომპანიას “წარმატების აკადემია'' ერქვა.


ეგრედ წოდებულ ოფისში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა იყო გასაუბრებაზე მოსული, ისინი ჯგუფ-ჯგუფად შეყავდათ.ჩვენც შეგვიყვანეს 6 კაცი გასაუბრებაზე, სადაც შავგვრემანმა მამაკაცმა კითხვები დაგვისვა.

ბოლოს შევავსეთ სივი.პასუხი იმ დღესვე მომივიდა-დადებითი.

დღე მეორე:

კვლავ 1 საათზე მივედი. ისევ უწყვეტი ნაკადი ჰყავთ ახალგაზრდების.

ამჯერად თვით ამ “გიგანტი'' კომპანიის დამაარსებელი ქალბატონი ლელა გოშუანი გაგვესაუბრა, რომელმაც ზედამაჯერებელი ტონით გვახარა, რომ 115 კაციდან 25 შეგვარჩია პიარ მენეჯერად( რა პატივია).კომპანია თურმე ყიდის ისრაელიდან ჩამოტანილ კოსმეტიკურ პროდუქციას( არადა საქმიანობის სფერო საგანმანათლებლო და პროფესიული კურსებია მითითებული საჯარო რეესტრში). და კიდევ როგროც ქ. ლელამ მითხრა ეს კომპანია 5 წელია საქართველოს ბაზარზე არსებობს.რა საინტერესოა, არადა ეს კომპანია წელს2 დეკემბერს დარეგისტრირდა.

და ბოლოს ქალბატონმა ლელამ შემოგვაპარა, რომ სამსახურის დაწყებამდე 30 ლარი უნდა შევიტანოთ რაღაც ანგარიშზე ლიბერთი ბანკში, შემდგომ გავივლით 3 დღიან ტრენინგს და ვიწყებთ მუშაობას. როდესაც შრომითი ხელშეკრულება მოვითხოვე ქ. ლელას სახე დაეჯღანა და მითხრა, რომ ზეპირ სიტყვიერი იყო. ასევე გამომიცუნცულა ხელშეკრულება “სამუშაოს დაწყებამდე'' გასაფორმებელი, სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მე ფიზიკური პირი გადავიხდიდი 30 ლარს, რომელიც უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. ხოლო სანაცვლოდ კომპანია მთავაზობდა 3 დღიან გადამზადებით კურს პიარ მენეჯერის და კიდევ რაღაცის თანამდდებობაზე. ასე რომ არანაირი სამსახური არ არსებობს ეს მხოლოდ ფულის მახეა სულელთათვის. დაფიქრდით რამდენი პიარ მენეჯერი შეიძლება ყავდეს 3 ოთახიან ოფისს. ეს განცხადებები კიდევ დევს და იდება, სტუდენტები მიდიან და მიდიან, ხოლო ლელა გოშუანის ჯიბე სქელდება სქელდება.



16
966
1-ს მოსწონს
ავტორი:Diva
Diva
966
  
2016, 12 თებერვალი, 14:45
დღეს ვიყავი აქ გასაუბრებაზე და 37 ლარი შემოიტანეთო, შეთანხმების საბუთში კი ხელფასის ოდენობა მითითებული არც კი იყო.... რაღაც ბლეფია ვერარიან :D
2015, 3 ოქტომბერი, 13:30
კი კი ნამდვილად თავისუფალი არჩევანი ჰქვია და მაგატ "ოფისს" კი ოფისის გარდა ყველაფერი:)))))))))))
2015, 2 ოქტომბერი, 17:28
,,წარმატების აკადემიას,, ახლა ,,თავისუფალი არჩევანი,, ქვია))))
2015, 23 სექტემბერი, 16:49
არ გადაიხადო ჩემო კარგო იმდენჯერ მქონია საბუთებთან მუშაობის გამოცდილება რომ ვერ დაითვლი მაგრამ კინაგამ მეც მოვტყუვდი , სისულელეა ეს არსად არ ხდება კომპანია ხელშეკრულებაში ფულს რომ ახდევინებდეს არსად არ მსმენია, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია ვაიმე რამდენი საწყალი სტუდენტი თუ სამსახურს მოწყურებული ადამიანი ტყუვდება შევიშალე ლამის უკვე
2015, 23 სექტემბერი, 16:45
თქვენ გაიხარეთ რომ აქვეყნებთ ასეთ სტატიებს , კინაღამ არ დამაბოლეს ამხელა გოგო არადა კი შემეპარა ეჭვი, ენდე რა თურმე შენს ინტუიციას ის ხომ არასოდეს არ გატყუებს, ჩემნაირად რამდენი წაიკითხავს ეხლა ამას და რამდენი გადაურჩება სულელურად მოტყუებას, დიდი მადლობა.
2015, 19 სექტემბერი, 14:27
ლიკა შენ რა ქენი არ უთხარი შორენას პირდაპირ სიმართლე? ან სხვამ. ბევრი წავიდა გადასახდელად?რა იქნებოდა გავერთიანებულიყავით და ერთად შეგვეტია მაგათთვის. შევიკრიბოდ აქაც ხომ იცის რამდენიმემ.
2015, 18 სექტემბერი, 21:24
ზუსტად ასე იქაქანა დღეს...ცალი ყურით ვუსმენდი,ვიცოდი რომ გვატყუებდა.იმიტომ რომ ადრე სხვა მისამართზე დამხვდა ის ბიჭი,რომელიც აქ იჯდა გუშინ გასაუბრებაზე და ვიცანი.რამოდენიმე სტუდენტი ეგრევე გავიდა გადასახდელად,ვერც მოვახერხე რამე მეთქვა მათთვის...
2015, 18 სექტემბერი, 21:20
დიახ შარტავაზე არიან.მთელი დღე მოსვენება დავკარგე მაგ უნამუსო შორენას ლაყბობა რომ მახსენდება.გაზაფხულზე პეკინზე იყვნენ,ახლა აქ გადმოსულან,იმ საცოდავი სტუდენტების სახე რომ მახსენდება ცუდად ვარ.ფულის გადასახდელად გავიდნენ,არა და დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანს ძალიან უჭირს.არ შეიძლება ამ თაღლითობაზე რამე საქმე აღიძრას?
2015, 13 სექტემბერი, 18:54
წინასწარ ხომ არ უთქვიათ რომ კიდევ 130 ლარი უნდა გადაიხადო,ასეთი აფერისტები არიან. წარმოიდგინე რამდენ გაჭირებულს ყვლეფავენ ასე. მითხარი მერე რა ქენი,ხომ არ გადაიხადე? არაფერი დავალიანება არ გექნება, ბანკი წინასწარ არ არის ინფორმირებული,როგორც ამას შორენა კალანდაძე ამბობს შეგნებულად,ვითომ ჩვენს პირად ინფორმაციას აგზავნის რომ საბუთები დამზადდეს იურიდიულად, ასე არ გითხრა? მხოლოდ მაგ ოფისში ამობეჭდილ ვითომ შრომით ხელშეკრულებას აფორმებენ.
2015, 13 სექტემბერი, 18:45
გვანცა არ გადაიხადო არავითარ შემთხვევაში, გატყუებენ, ამის შემდეგ 130 ლარის პროდუქტის ყიდვა მოგიწევს თუ არა და არ დაგასაქმებენ,თუ დასაქმება ჰქვია ამას შენც იგივე უნდა გააკეთო ანუ ხალხი მოატყუო,35 ლარი წაართვა ასე მოტყუებით,ვაკანია არ აქვთ მაგათ საერთოდ,ჯიბეს ისქელებენ კალანდაძე და გოშუანი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10