სხვა ვინ და რატომ უჩივის სასამართლოში დისნეის Frozen-ის გადაღებისთვის 2014, 28 სექტემბერი, 16:41 ამერიკაში მცხოვრები პერუელი მწერალი ქალი, იზაბელა ტანიკუმი (Isabella Tanikumi) Disney-ს 250 მილიონ აშშ დოლარს ედავება და აცხადებს, რომ ცნობილი ოსკაროსანი მულტფილმი, Frozen შექმნილია 2010 წელს დაწერილ მის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებზე, Living My Truth and Yearnings of the Heart და არა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის, The Snow Queen მიხედვით. მწერალი ფულად კომპენსაციასთან ერთად მოითხოვს, რომ დისნეიმ "შეწყვიტოს და აღკვეთოს Frozen-ის ყოველგვარი გაყიდვა, დისტრიბუცია და მარკეტინგი ნებისმიერ ფორმატში".
სასამართლოში შეტანილ საჩივარში ტანიკუმის ჩამოთვლილი აქვს რამდენიმე დეტალი, რაც, მისი მტკიცებით, მულტფილმის შემქმნელებს აღებული აქვთ მისი ავტობიოგრაფიული რომანიდან: 1. მოქმედება ხდება დათოვლილი მთებით გარშემორტყმულ ქალაქში. 2. ამბავი ეხება ორ დას, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. 3. უბედური შემთხვევა განსაკუთრებით დააახლოვებს მათ ერთმანეთთან. 4. უფროსი და შემთხვევით დაჭრის უმცროს დას. 5. ორივე გამოცდის პირად ტრაგედიას. 6. უმცროს დას ვაჟი შეუყვარდება. 7. ადგილი აქვს ღალატს. 8. ერთ-ერთი და ხდება განდეგილი. 9. როგორც მულტფილმში, ასევე წიგნში არის ორი მამაკაცი პერსონაჟი: ჰანსი და კრისტოფი. არის სულ სამი ელემენტი, რომელიც რომანში არ ფიგურირებს: მოლაპარაკე თოვლის კაცუნა, ყინულად ქცევის ძალა, რომელიც ერთ-ერთ დას აღმოაჩნდა, და ის ფაქტი, რომ პერსონაჟები პრინცესები არიან. აღნიშნული საჩივრის შესახებ დისნეის ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა მულტფილმმა 2013 წელს კომპანია დისნეის 1 მილიარდი მოგება მოუტანა. 114 2-ს მოსწონს
|