სოციალური ქსელის ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი საშუალო ფენის ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდაა.იგი ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა როცა ფეისბუქი შექმნა.ამჟამად იგი ფეისბუქის აქციების მნიშვნელოვანი წილის მფლობელია, რაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
2.ჯოშუა ძიაბიაკი
ჯოშუა ძიაბიაკმა მილიონერის სტატუსი ონლაინ ბილეთების გაყიდვით მოიპოვა.18 წლის ასაკში იგი უკვე დიდი ქონების პატრონი იყო.მის მიერ შექმნილ საიტს ყოველწლიურად 9 მილიონი დოლარის შემოსავალი მოაქვს.
3.ფრეიზერ დოერტი
ამ ახალგაზრდა კაცმა ფული ჯემის წარმოებით და გაყიდვით დააგროვა.2002 წელს 14 წლის ასაკში მან ჯემის წარმოება დაიწყო, მაშინ მის კლიენტებს მხოლოდ ფრეიზერის კლასელები და მეზობლები შეადგენდნენ.2004 წელს ფრეიზერს იმდენი კლიენტები გამოუჩნდა რომ იგი იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა და ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი.2009 წელს კი უკვე მისი მოგება ყოველწლიურად 1, 2 მილიონი დოლარი იყო.
4.რეიმონდ ლი
რეიმონდ ლიმ ფული მაისურების გაყიდვით დააგროვა.მან სკოლაში სწავლის პერიოდში დააარსა კომპანია, რომელიც მაისურების ონლაინ გაყიდვითაა დაკავებული.
5.დევიდ კარპი
ყველაზე პოპულარული ბლოგის თამბლერის შემქმნელი ამჟამად სულ რაღაც 26 წლისაა.მან 19 წლის ასაკში შექმნა საკუთარი ბლოგი, რამაც წარმატება მალევე მოუტატანა.ყოველწლიურად მისი შემოსავალი რამდენიმე მილიონი დოლარია.