სხვა უბრალო მოკვდავის თვალით დანახული ჯანდაცვის სისტემა დღეს 2014, 26 სექტემბერი, 15:35 ![]() დღეს თბილისში ბევრი ლამაზი შენობაა სადაც ჯანდაცვის სფეროს და მიმართულების ობიექტებია განთავსებული, იდეალური და ორიგინალური დიზაინი, მკვეთრი და ლამაზი ფერები, სისუფთავე და უახლესი სამედიცინო აპარატურები, კარგად ჩაცმულ-დახურული მომსახურე პერსონალი, ლამაზ-ლამაზი ექთნები და ექიმები, კომფორტული მისაღებები (ნუ, თუ ხანდახან კევს აღლაჭუნებენ კლინიკების „რესეფშენებში“ ეგ არაფერი) და მოკლედ სრული იდილია (სხვა საქმეა იქ მომუშავე ექიმების კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი და ა.შ.) - და ბრახ და უცებ დაზღვევა არ გაქვს და მორჩა! გაგწეწავენ ბოლო თეთრამდე! მხოლოდ ვიზიტი 50 ლარიდან დაწყებული - ზევით... თუმცა, ეს არაა ამ სტატიის თემა, ამ სტატიის დედლაინი ისაა, ამ ლამაზ-ლამაზი და კომფორტული კლინიკების გვერდით დაგანახოთ (რასაც ისედაც ყოველთვის ხედავთ) იმ პოლი-კლინიკების შიდა ანტურაჟი, რაც დედაქალაქის, თანაც 21-ე საუკუნის დედაქალაქის ინფრასტრუქტურაშია. ამ ფოტოებზე ერთ-ერთი თბილისური პოლი-კლინიკაა (არ შეიმჩნიოთ ამ სიტყვას, რომ ტირეთი ვწერთ - იდეური დატვირთვაა), ძალიან მარტივია თქვენმა თვალმა უკომენტაროდ აღიქვას რა ხდება იქ და ჩემი მოკლე კომენტარი ასეთი იქნება - გაინტერესებთ სსრკ-ს ნაშთი ძველი დიდებისა? მაშინ შედით თქვენი ქალაქის, უბნის პოლი-კლინიკაში და ატრიალეთ თავი... რა მნიშვნელობა აქვს, რომელი უბნის კლინიკაა? ფაქტი ერთია, რომ - თბილისური სახელმწიფო (!) კლინიკების უმრავლესობა ამ დღეშია და გარდა იმისა, რომ შენობები თავზე ენგრევათ ექიმებს, ცოტა არიყოს პასუხისმგებლობის გრძნობაშიც უჭირთ ვგონებ, ბევრი მიზეზის გამო, - პ.ს. „დატკბით“ - იმოგზაურეთ საბჭოთა საქართველოს სამედიცინო პოლი-კლინიკაში - თორემ თქვენც დაგიჭერენ, ჩვენც დაგვიჭერენ და ტრიფონასაც დაიჭერენ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 121 1-ს მოსწონს
|