x
image
K.P.
შორენა ბეგაშვილი ნაჩუქარი მანქანის ფერს იწუნებს
image
ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი, ფოტომოდელი და სექსსიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრიალებს. მის შესახებ კი საზოგადოებას ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს. მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა ყვითელ პრესას არ წყალობს. შორენას გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები არამარტო კომპლიმენტებით, საჩუქრებითაც ანებივრებენ.

მსახიობს ამჯერად კართან სათამაშო მანქანა დაუტოვეს. "დიდი მადლობა მანქანისთვის, მაგრამ სხვა ფერი მერჩია"-წერს შორენა სოციალურ ქსელში და ავტომობილის ფოტოსაც აქვეყნებს.

image

ამ ყველაფერს ქართველი სექსსიმბოლოს გულშემატკივრებისაგან არაერთგვანი გამოხმაურება მოჰყვა.


მოგვიანებით კი შორენამ რამდენიმე ფოტო ატვირთა, რომელშიც ულამაზესი თეთრი კაბაც აცვია და ახალი თეთრი ავტომობილის საჭესთანაც ზის. აჩუქეს თუ არა მსახიობს ნამდვილი და თანაც სასურველი ფერის ავტომობილი ჯერ კიდევ საკითხავია.

imageimage

როგორც წესი, შორენა საჩუქრებს საკუთარ თავს თვითონვე უკეთებს, რადგან იცის, რომ უანგაროდ მხოლოდ ერთეულები თუ იმეტებენ რაიმეს.

შორენა პოპულარული ჟურნალ "ფლეიბოის" წყალობით გახდა. ეს მისი პირველი სკანდალი გახლდათ, რომელსაც გადაცემა "ღამე შორენასთან" მოჰყვა და მას შემდეგ მსახიობი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შორენა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, საიდუმლოდ ინახავს, ხან ამბობს, რომ მას საყვარელი ადამიანი ჰყავს, ხან კი უარყოფს.

imageimage

0
298
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0