საზოგადოება მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე ბინა აჩუქა? მომღერალი კომენტარს აკეთებს 2014, 23 სექტემბერი, 21:13 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის რომანზე დღემდე ბევრს საუბრობენ. მაშინ როდესაც ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი საქვეყნოდ "წუწუნებს" მამის ნაჩუქარი ბინა დამიყადაღეს და საქართველოში სიკეთის კეთებაში ხელს მიშლიანო, ახალი ამბავიც გავრცელდა: სააკაშვილმა სოფოს სიურპრიზი გაუკეთა, მანჰეტენზე ბინა აჩუქაო. როგორც ერთ-ერთი სააგენტო ამტკიცებს, ბინა მანჰეტენზე, 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს და მისი ღირებულება 2 მლნ დილარია.
მომღერალი სოფო ნიჟარაძე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეპასუხა და გავრცელებული ინფორმაციაც უარყო. მეტიც სოფო საკუთარი საცხობრებელი სახლის ფოტოსაც აქვეყნებს.
"ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები. ამერიკაში, ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა ალბათ ის თანხა რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა"-წერს ნიჟარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალი ამჯერად ამერიკული შოუბიზნესის დაპყრობას გეგმავს. ვუსურვოთ სოფოს წარმატებები... 498 1-ს მოსწონს
|