ინვალიდი გოგონა ექიმებს მეორე ფეხის ამპუტაციას სთხოვს
2014, 22 სექტემბერი, 14:07
15 წლის სკოლის მოსწავლეს დანიელ ბრედშოუს მხოლოდ ერთი ფეხი აქვს.მას 2010 წელს ექიმებმა მარჯვენა ფეხი მოჰკვეთეს, მიზეზი კი სისხლძარღვების დაავადება იყო.ამჟამად გოგონა თხოვნით მიმართავს ექიმებს რომ მას მეორე ფეხიც მოჰკვეთონ, რათა მას შესაძლებლობა მიეცეს მიიღოს მონაწილეობა პარაოლიმპიურ თამაშებში.
დანიელს ეს დაავადება ბავშვობიდან აქვს.იგი ინვალიდის სავარძლით სარგებლობს და აქვს მარჯვენა ფეხზე პროტეზი.
იგი ამჟამად სპორტით არის დაკავებული, მან უარი განაცხადა ინვალიდის სავარძელზე.სურს მეორე ფეხის ამპუტაცია და მისი სანუკვარი ოცნების ასრულება.ეს სანუკვარი ოცნება კი პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაა.