სხვა ერთხელ ყველას უყვარდება... 2014, 21 სექტემბერი, 18:48 ეს ყველაფერი სიზმარს გავს..ყველაფერი ისე კარგად მიდის დაჯერებაც მიჭირს..ბევრი შრომის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა სასურველი სამსახური მივიღეთ და ექვსი თვე ბათუმში გადავდივართ..საცხოვრებლად ჩემი მეგობრის ბიძაშვილის სახლი შევარჩიეთ ის მაინც მოგზაურობას აპირებდა ზაფხულის მანძილზე..პირველი სამუშაო და თან როგორი.. უცხო ქალაქი, ახალი ნაცნობები ეს წინადადება ძალიან მხიბლავდა და მაბედნიერებდა ჩემზე მეტად კი ზიზის რადგან იქ მისი საყვარელი ადამიანი ელოდებოდა..
პირველივე დღეს შემიყვარდა სახლი, სამსახური და ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ იყო...სამსახურიდან დაბრუნებული გვიანობამდე მარტო დავხეტიალობდი, ვცდილობდი ზიზისთვის და დათოსთვის ზედმეტი არ ვყოფილიყავი..მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვიღლებოდი საღამოს ყოველთვის ზღვაზე გავდიოდი და ვუყურებდი მზის ჩასვლას..ერთ საღამოსაც მიუხედავად იმისა რომ უკვე ჩაცმული ვიყავი წასვლა დამეზარა რადგანაც ძალიან ცხელოდა მაისური გადავიძვრე და მდივანზე გავიშხლართე..ფიქრებში წავედი და ჩამეძინა...
კარის გაღების ხმამ გამაღვიძა..
-ზიზ მოხვედი?,
-ზიზი? ვითომ ასე ვგავართ? ჩემ მაისურს დავსტაცე ხელი და მდივნიდან წამოვხტი.. სასწრაფო წესით გადავიცვი.. –გეგა?შენ აქ რა გინდა? -რავი, მგონი ჯერ კიდევ ჩემი სახლია ისე მაისურის გარეშე ჯობდა.. პირველად ვარჩიე გაჩუმება ცხოვრებაში, არ ვიცი რატომ მაგრამ მისმა მზერამ დამაბნია, იდგა და თვალს არ მაშორებდა.. -ყავას არ დაალევინებ სტუმარს? გაუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი..გეგაც გამომყვა... -თან შენც გამოფხიზლდები, თორემ ჯერ კიდევ გძინავს..აბა როგორ შეეგუე ბათუმს? -ძალიან კარგია განსაკუთრებით მზის ჩასვლის ხილვა მამშვიდებს საღამოობით.. -ზიზი სად არის? -პაემანზე.. -და შენ? -რა მე? -იმას, სიძობას რომ მიპირებს კარგი ძმაკაცები არ ყავს? თუ ისევ ისეთი აუტანელი ხარ როგორიც იყავი?ისევ არ წყალობ მამაკაცთა მოდგმას? -შენ ისეთი მაგალითი ხარ..სამუდამოდ გადავიწურე იმედი ... -მადლობთ -არაფრის... -კარგი, მე ოთახში ავალ..ხვალისთვის სამუშაო მაქვს დროებით... რატომ მოვიმიზეზე საქმე არ ვიცი რაგდანაც უკვე ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა ოთახში დიდხანს ვიარე წინ და უკან უამრავ რამეს ვიხსენებდი გეგაზე და ვერ ვხვდებოდი რატომა...ტელეფონი ავიღედა ოთახიდან გამოვედი გეგა მისაღებში იჯდა ვიღაც ბიჭთან ერთად...ჩქარი ნაბიჯით აუარე ოთახს და გარეთ გავედი ვიჯექი ზღვის პირას და უმისამართოდ ვისროდი ქვებს..ტელეფონის ხმამ შემაფხიზლა... -გისმენ ზიზ.. -ლენ, სად ხარ?გეგა ჩამოვიდა და ბავშვები ამოვიდნენ მალე მოდი რაა.. -მოვალ.. -ლენ კარგად ხარ? -კი რატო მეკითხები? მოვდივარ... საღამომ კარგად ჩაიარა კარგადაც დავთვერით.დილით კი ძლივს ავდექი ლოგინიდან მინდოდა მაღვიძარა ფანჯრიდან გადამეგდო მაგრამ როცა ჩემი უფროსი გამახსენდა სასწრაფოდ გამიარა ძილის სურვილმა და ლოგინიდან წამოვხტი..რომ არ დაგვიანებოდა გიჟებივით დავრბოდით ოთახებში.. -თქვენ რა ყოველ დილით ასე უნდა გამაღვიძოთ, ჯერ მხოლოდ ცხრა საათია, თქვენ რა ჩემი სიკვდილი გინდათ? -რას ვიზამთ ბიძაშვილო ყველას არ აქვს შენსავით კარგი სამსახური... ხო მართლა სხვა დროს მაისური ჩაიცვი როცა ადგები სახლში ორი ქალია მაინც.. -მე ვერ შეგამჩნიეთ. -ჭკუით იცოდე...წარბი აწია ზიზიმ... სამსახურში მე და ზიზი ერთმანეთს ვაკვდებოდით მაგრამ ვერცერთი ვერ ვამხელდით რა გვჭირდა დღის ბოლოს გეგამ გამოგვიარა და სახლშე წავედით...ზიზიმ ქეისი შემოსასვლეის კარადაში შეაგდო.." რა კარგია სამი დღე სახლში" -ხოდა კლუბში წავიდეთ და დავლიოთ.. ხვალ მაინც არ ადგებით იმედია რვა საათზე... სამივე მოვემზადეთ რადგანაც ჯერ ადრე იყო კაფეში გავედით საჭმელად..მერე ზიზის დათომ დაურეკა და სადღაც დაპატიჟა -ლენ წამო რა შენც.. -კარგი წამოგყვებით და მე სახლში დამტოვეთ.. -არა რა სისულელეა მაშინ მეც არ წავალ... -შეგიძლია შენ წახვიდე ლენა ჩემთან ერთად დარჩება... -ლენ?შემომხედა საწყალი თვალებით ზიზიმ -წადიიიი -გეგა იცოდე ჩემს დაქალს გაბარებს..და ჭკუით იყავი.. -არის უფროსო, მე კი არა შენ იყავი ჭკუით და არ დაიგვიანო.. აბა დღეს კომპანიონობას მიწევ იცოდე..წავედით -სად მივდივრთ? -კარგ ადგილას, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ მოგეწონება -გეგა მე სახლში წავალ რა.. -კარგი რა? გამიტეხავ იცოდე... გეგ ვიცოდი რომ მოხვიდოდი, რესტორანში შესვლითანავე ვეღაც გოგო ყელზე მოეხვია გეგას.. გეგამ მეგობრები გამაცნო რამოდენიმეს ვიცნობდი კიდეც გუშინს მერე და ჩვენც დავჯექით.. -ლენ დავლიოთ? -რატომაც არა.. ჩემდა გასაოცრად არ მიგვრძვნია უცხოობა მშვენივრად ვერთობოდი... -ხომ არ მოიწყინე? როცა ვერანდაზე მარტო მდგომი დამინახა გეგამ -არა, კარგი მეგობრები გყოლია სასიამოვნოა მათთან ყოფნა.. -ნამდვილად.. -არ ვიცოდი ასე კარგათ თუ მღეროდი... -უფრო კარგად ვცეკვავ... -აი, თურმე რატომ გეხვევიან გოგონები ... -არ გინდა გამომცადოო? -გამოგცადო? -ხო! ვიცეკვოთ.. -სიამოვნებით... უკვე ღამის სამი საათი იყო როცა რესტორნიდან გამოვედით...გარეთ კოკისპირულად წვიმდა. -ვაიმე, ჩემი საყვარელი მუსიკა გეგა ვიცეკვოთ, ხომ იცი როგორ მიყვარს წვიმაში ცეკვა..აქტიურობდა ისევ ის გოგო რომელიც მისვლისას შეგვეგება.... მე განზე გავდექი და უყურებდი..იმდენად ლამაზი იყო წვიმის ფონზე მათი ცეკვა რომ თვალს ვერ ვაშორებდი.. გეგას ჩემი მზერა არ გამოპარვია.. -სულ დასველდი... -არაუშავს...წავედით? -არა! ჯერ ერთი სურვილი უნდა ავისრულო.. -რა სურვილი? -წლების წინ ერთმა გოგომ უარი მითხრა, ცეკვა არ იციო და არ მეცეკვა.სად შენ და სად ვენური ვალსიო. -და ვინ არის ეგ გოგო? -კარგად დაფიქრდი.. -დავფიქრდი და შემრცხვა... -ვიცეკვოთ... -მუსიკა... -იქნება... -ქუჩაში? -ხო ქუჩაში და წვიმაში... მუსიკა ჩაირთო თავს ვეღარ დაიძვრენ... -არც ვაპირებთ... სახლში ფეხით წავედით...გეგას ხელი ქონდა ჩაკიდებული ჩემთვის და ისე მივსეირნობდით თითქოს წვიმა საერთოდ არც არსებობდა.. -შეგცივდა? -ძალიან.. -წამო მოსაცდელამდე მივიდეთ და ტაქსი გამოვიძახოთ ან გავაჩეროთ. -კარგი... ერთმანეთის პირისპირ ვიდექით..იმდენად ახლოს რომ მისი გულის ცემა მესმოდა.. -სულ კანკალებ ასე ძალიან გცივა?ხელები მომხვია და მისკენ მიმიზიდა გეგამ.. -არ მცივა გამიშვი..გაბრაზებულმა შევხედე გეგას.. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთნენ.. -გაგიშვებ სულელო.. გეგამ ხელები ჩამოუშვა...მაგრამ არცერთი არ ვდგამდით ნაბიჯს უკან მერე წამში გადაიფიქრა წელზე ხელი მომხვია და ის იყო რომ უნდა ეკოცნა ჩვენს ფეხებთან ტაქსი გაჩერდა... სახლში რულიად სველები და გაყინულები დავბრუნდით..თვალებს ერთმანეთს ვერ უსწორებდით ოთახში ავირბინე ხალათის ასღებად ჩემდა გასაოცრად ოთახში ზიზი არ დამხვდა... ისევ მისაღებში ჩავირბინეამ ამ დროს გეგაც გამოვიდა სააბაზანოდან.. -ლენ რა ხდება?როცა ტელეფონით ხელში დამინახა -არ ვიცი ზიზი ოთახში არ დამხვდა ტელეფონიც მიუწვდომელი აქვს.. -იმას დაურეკე.. -დათოსაც გამორთული აქვს...რა ვქნათ? -არ ვიცი, უკვე ხუთი ხდება ეხლა ვერავის დაურეკავთ ცოტახანს დავიცადოთ...ორივე მოვფხიზლდით გეგა ოთახში ბოლთას სცემდა.ვერაფერს ამბობდა მაგრამ საშინლად ბრაზობდაა..ყავა მოვადუღე ორივესთვის და ის ღამე სავარძელში გავათენეთ დამჯდრებმა...ჩვენი დღევანდელი საქციელი სრულიად გადაგვავიწყა ზიზიმ.... გაგრძელება იქნება 114 11-ს მოსწონს 1-ს არა
|